თეა სიჭინავას საჯარო ლექცია CIU-ში

1 ივნისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით ტელეკომპანია „იმედის“ ტელეწამყვანის, ჟურნალისტ თეა სიჭინავას საჯარო ლექცია გაიმართა.
სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე სპიკერმა ჟურნალისტის პროფესიულ გზასა და გამოცდილებაზე ისაუბრა, ასევე სტუდენტებს გაუზიარა რეკომენდაციები, რომლებიც აუცილებელია დარგში წარმატებისთვის.
საჯარო ლექცია ინტერაქციულ ხასიათს ატარებდა, სადაც სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ პასუხები ჟურნალისტის პროფესიასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე.
ლექცია სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ნანა ამირანაშვილმა გახსნა.
ჟურნალისტ თეა სიჭინავასთან გამართულ საჯარო შეხვედრას სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის/უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ლექტორმა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის კონკურსში გაიმარჯვა by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (CIU) 2023-2024 სასწავლო წლის სადოქტორო პროგრამებზე მიღებას აცხადებს by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი კომპარატივისტული ლიტერატურის ქართულ ასოციაციასთან ერთად მეცნიერების პოპულარიზაციის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი