GE

ტექნოლოგიების ფესტივალი რუსთავში – ვორქშოფების სერია აბიტურიენტებისა და სკოლის მოსწავლეებისთვის

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) ორგანიზებით, 26 ივნისს, რუსთავში მცხოვრები აბიტურიენტებისთვის, სკოლის მოსწავლეებისთვისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების მიმართულებით დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართება ტექნოლოგიების ფესტივალი.

შეხვედრაზე ჩატარდება ვორქშოფები შემდეგი მიმართულებებით:

  • კიბერჰიგიენა;
  • მეწარმეობა;
  • ტექნოლოგიური ტრენდები და სიახლეები.

ღონისძიებების თარიღი: 26 ივნისი, 2021
შეხვედრების დრო: 13:00 საათი

შეხვედრის ადგილი: ქალაქი რუსთავი, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი

სამუშაო ენა: ქართული

დასარეგისტრირებლად ეწვიეთ ბმულს

ვორქშოფები გაიმართება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მეცნიერების პოპულარიზაციის პროექტის ფარგლებში.

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსი მიზნად ისახავს მეცნიერების პოპულარიზაციას ფართო საზოგადოებაში, საქართველოს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სისტემაში მიმდინარე რეფორმების გაშუქებას, ასევე საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში და საქართველოში საუკეთესო და გამორჩეული სამეცნიერო კვლევითი პროგრამებისა და პროექტების, აგრეთვე საერთაშორისო თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური