„ტექსტი აკაკი წერეთლის გამზრდელიდან მოვიდა“ – პირველმა აბიტურიენტებმა ქართულის გამოცდა დატოვეს
175-ე საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრიდან პირველი აბიტურიენტი ერთ საათსა და 9 წუთში გამოვიდა.
,,გამოცდა საშუალო სირთულის იყო, ამიტომ კმაყოფილი ვარ. კარგად არ მახსოვს ყველა საკითხი, მაგრამ კარგად ვწერე. ესე იყო ბუნებრივი რესურსების ეფექტურ გამოყენებაზე. ტექსტი კი მოვიდა აკაკი წერეთლის “გამზრდელიდან”. იმედია ყველამ მარტივად დაწერა, დანარჩენ საკითხებს ამ წამს ვერ ვიხსენებ”, – ამბობს გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტი, რომელმაც საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვა.
გამოცდა დატოვა კიდევ ერთმა აბიტურიენტმა ამჯერად 173-ე საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრიდან.
როგორც მან EDU.ARIS.GE-ს უთხრა, რედაქტირება მარტივი იყო.
“ესე იყო ბუნებრივ რესურსებზე, რომ არ უნდა დავაზიანოთ და უნდა გავუფრთხილდეთ. თხზულება იყო “17 წლისანი” და “გამზრდელი”. არ გამჭირვებია, არ შეგვხვდა რთული საკითხები. რედაქტირებაც მარტივი მოვიდა, ძირითადად, სასვენი ნიშნები იყო ჩასასმელი. ყველაფერი დავწერე და ადრეც გამოვედი”, – გვითხრა სოსო ჯანაშვილმა, რომელმაც 173-ე სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრი პირველმა, საათსა და 25 წუთში დატოვა.
პირველი აბიტურიენტები გამოვიდნენ 207-ე საგამოცდო ცენტრიდანაც, სადაც დილიდან გამოცდა მიმდინარეობს. აქ არ დაფიქსირებულა დაგვიანების არც ერთი ფაქტი. თუმცა, ხშირი იყო საგამოცდო ცენტრის არევის შემთხვევები. ჩარგლის ქუჩაზე მდებარე ორივე, 207-ე და 32-ე საჯარო სკოლებში ეროვნული გამოცდები მიმდინარეობს, რამაც გამოიწვია აბიტურიენტთა დაბნევა. რეგისტრაციის დასრულებამდე 4 წუთით ადრე მოსულმა აბიტურიენტმა აღმოაჩინა, რომ საგამოცდო ცენტრი შეეშალა.
207-ე საგამოცდო ცენტრიდან პირველი აბიტურიენტი 10:18 წუთზე გამოვიდა, თუმცა კომენტარის გაკეთება არ ისურვა და მოკლედ გვიპასუხა, რომ გამოცდა მარტივი იყო. 10:39 ზუთზე კი, მეორე აბიტურიენტი, ელენე გამოვიდა, რომელმაც განაცხადა, რომ საათი და 30 წუთი საკმარისი იყო მისთვის ყველა საგამოცდო საკითხის დასაწერად. აბიტურიენტის თქმით, თემად აკაკი წერეთლის “გამზრდელი” შეხვდა, ხოლო ესე ბუნებრივი რესურსების სწორად გამოყენების შესახებ დაწერა.
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წელს მთელი საქართველოს მასშტაბით 25 საგამოცდო ცენტრია გახსნილი.
საგამოცდო ცენტრები მოეწყო და გამოცდები ჩატარდება თბილისში, რუსთავში, გორში, ახალციხეში, თელავში, ოზურგეთში, ქუთაისში, ბათუმში, ხულოში, ფოთსა და ზუგდიდში.
2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები პირველ ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. 14 ივლისიდან გამოცდებში მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველი პირები ჩაერთვებიან. 28 ივლისს სტუდენტთა საგრანტო კონკურსი ჩატარდება, ხოლო საერთო სამაგისტრო გამოცდას მაგისტრანტობის კანდიდატები 27-30 ივლისს ჩააბარებენ. წელს პირველად ტარდება გამოცდა სპეციალური მასწავლებლებისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლებისთვის.
პირებს, რომლებსაც საგამოცდო პერიოდში კოვიდ-19 გამოუვლინდებათ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საგანგებოდ შედგენილი ცხრილის მიხედვით, გამოცდას შესაბამის საგანში ჩაუტარებს არაუადრეს 2 კვირისა. მნიშვნელოვანია, რომ გათვალისწინებული იქნება გეოგრაფიული დაფარვაც. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის მიერ ასევე შემუშავდა: საგამოცდო ცენტრებიდან მიღებული ნამუშევრების უსაფრთხოდ დამუშავების, საგამოცდო ცენტრების დალაგების, სანიტარიული კვანძის/საპირფარეშოების დალაგება/დეზინფექციის, ცენტრის პერსონალის მუშაობის პირობები. რეკომენდაციები იხილეთ ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე.
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
-
„უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღება ახალი მოდელის შესაბამისად უკვე უნდა დავიწყოთ ამ აკადემიური წლიდან“
by ARIS.GE-განათლება
-
სასწავლო გრანტების დღეს არსებული მაქსიმალური, საშუალო და მინიმალური ოდენობები შენარჩუნდება 2027-2028 სასწავლო წლის ჩათვლით
by ARIS.GE-განათლება
-
„ვერ მოესწრება“ – დიდი ალბათობით, 2026 წლის აბიტურიენტებს უმაღლესი განათლების რეფორმით დაგეგმილი ჩარიცხვის ახალი წესი არ შეეხებათ
by ARIS.GE-განათლება