ტესტის ნიმუში მათთვის, ვინც იტალიური ენის მასწავლებლობის მსურველთა გამოცდას აბარებს
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს, 9 სექტემბერს, გამოაქვეყნა იტალიური ენის მასწავლებლობის მსურველებისათვის განკუთვნილი საგამოცდო ტესტის ნიმუში.
ტესტის ნიმუში
ლაპარაკის დავალებების ნიმუშები
ტესტის ნიმუშის პასუხები
შეგახსენებთ, რომ 2023 წლიდან ცვლილება შევიდა „საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებაში, რომლის მიხედვითაც იტალიური ენის მასწავლებლებს საგნობრივი გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობა მიეცათ. გამოცდას ადმინისტრირებას უწევს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, ხოლო ტესტური დავალებები შეიმუშავა იტალიური ენის სწავლების კოორდინატორმა ორგანიზაცია „მინერვამ“ და მემორანდუმის ფარგლებში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს გადასცა.
ტესტის მაქსიმალური ქულაა 90. გამოცდის ხანგრძლივობა: მოსმენის, წერითი და კითხვის ნაწილები – 4 საათი; ლაპარაკის ნაწილი კი – 15 წუთი.
რეგისტრაცია 24 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით მიმდინარეობდა. იტალიური ენის მასწავლებლობლის მსურველები საგნობრივ გამოცდას შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 31 აგვისტოს ჩააბარებენ.
“გამოცდამდე ორი დღით ადრე ცენტრის ოფიციალური მეილიდან მიიღებთ დეტალურ ინფორმაციას გამოცდის შესახებ. თუ მსგავსი მეილი არ მოგივათ, გთხოვთ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: tgakhokidze@naec.ge ან დაგვიკავშირდეთ მობილურზე: 599 917 308”, – აღნიშნულია გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.
-
გამოქვეყნდა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტურის საბოლოო შედეგები და მეორე ტურში გამსვლელი მინიმალური ქულები
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
სახელმწიფო ენის გამოცდაში მონაწილეობა სულ 45-მა პირმა მიიღო
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
რა მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს პირმა, თუ სახელმწიფო ენის გამოცდას ჩააბარებს – ტესტის ნიმუშები, შეფასების სქემა და კრიტერიუმები
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი