რობოტიკისა და ელექტრონიკის სიმპოზიუმი სკოლის მოსწავლეებისათვის – ალტე უნივერსიტეტი
ალტე უნივერსიტეტი რობოტიკისა და ელექტრონიკის ორდღიან სიმპოზიუმს უმასპინძლებს, რომელიც სკოლის მოსწავლეებისთვის არის განკუთვნილი.
სიმპოზიუმი ტარდება ახალგაზრდული ორგანიზაციის Young Minds Tbilisi ინიციატივით, ევროპის ფიზიკოსთა საზოგადოება მხარდაჭერითა და ალტე უნივერსიტეტთან თანამშრომლობით.
პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ VII–XII კლასის მოსწავლეებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით. მონაწილეები შექმნიან გუნდებს (მაქსიმუმ 5 წევრი), დაარეგისტრირებენ საკუთარ იდეებს და იმუშავებენ მათ პრაქტიკულ განხორციელებაზე.
ორდღიანი სიმპოზიუმის პროგრამა მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კომპონენტებს:
18 აპრილი – ჰიბრიდული ფორმატის საჯარო ლექციები
დარგის სპეციალისტები მონაწილეებს გაუზიარებენ პროფესიულ გამოცდილებას და გააცნობენ თანამედროვე ტექნოლოგიურ ტენდენციებს.
19 აპრილი – პროექტების პრეზენტაცია
მონაწილეები წარადგენენ საკუთარ ნამუშევრებს, ხოლო ჟიური გამოავლენს სამ გამარჯვებულ გუნდს.
დაინტერესებულმა პირებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ:
-
ალტე უნივერსიტეტმა XI-XII კლასების მოსწავლეებს ღია კარის დღეზე უმასპინძლა
by ალტე უნივერსიტეტი
-
ალტე უნივერსიტეტის მასშტაბური საგანმანათლებლო პროექტი – „კარიერული განვითარების ბანაკი 2026“ იწყება
by ალტე უნივერსიტეტი
-
ალტე უნივერსიტეტში XI-XII კლასების მოსწავლეებისთვის Arduino ჰაკათონი გაიმართება
by ალტე უნივერსიტეტი