თსსუ-ს სტუდენტების სტაჟირება პოზნანის საუნივერსიტეტო კლინიკებში
2013 წლის, 23 ივლისიდან 20 აგვისტოს ჩათვლით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებმა: არჩილ კალუჟამ, თამარ ქვარცხავამ, ხატია ხატიაშვილმა და მაია კაპანაძემ ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში სტაჟირება გაიარეს პოზნანის სამედიცინო მეცნიერებების უნივერსიტეტის კლინიკების შემდეგ დეპარტამეტებში: ზოგადი ქირურგია, გულ–სისხლძარღვთა ქირურგია, ონკოლოგია–გინეკოლოგია, მეანობა-გინეკოლოგია და კარდიოლოგია.
პროგრამის ფარგლებში სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი სპეციალისტი, გოგი ჩიქოვანი, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა პოზნანის სამედიცინო მეცნიერებების უნივერსიტეტში (პოზნანი, პოლონეთი).
გაიმართა შეხვედრები პოზნანის სამედიცინო მეცნიერებების უნივერსიტეტის ვიცე-რექტორთან საერთაშორისო ურთიერთობების და მეცნიერების მიმართულებით, პროფესორ იაროსლავ ვალკოვიაკთან და საერთაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ბოჟენა რადუხასთან.
შეხვედრაზე განხილულ იქნა სამომავლო ურთიერთანამშრომლობის საკითხები სტუდენტების და აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამების ორგანიზებისა და საერთაშორისო პროექტებში ერთობლივად მონაწილეობის კუთხით. მიღწეულია შეთანხმება მომავალი სასწავლო წლიდან სტაჟირების პროგრამაში მონაწილე სტუდენტების რაოდენობის გაზრდისა და აგრეთვე პროგრამაში სტომატოლოგიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტების მონაწილეობის შესახებ.
აგრეთვე შეხვედრები გაიმართა პოზნანის საუნივერსიტეტო კლინიკებში– ანესთეზიოლოგიისა და ინტენსიური თერაპიის ხელმძღვანელთან, პროფესორ ლეონ დრობნიკთან და კარდიოლოგიის დეპარტამენტის პროფესორ მარეკ ბალინსკისთან, რომლებმაც გამოთქვეს სურვილი ითანამშრომლონ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან კლინიკებში სასწავლო პროცესის ხარისხის განვითარებისა და თანამედროვე სასწავლო მეთოდების დანერგვის კუთხით.
პოლონეთში მივლინების პერიოდში, 29 ივლისს, გაიმართა ოფიციალური შეხვედრები გდანსკის სამედიცინო უნივერსიტეტში (გდანსკი,პოლონეთი), რექტორთან პროფესორ იანუზ მორისთან, მედიცინის და სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანთან, პროფესორ მარია დუდიაკთან და საერთაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ევა კისზკასთან.
ეხვედრაზე განხილულ იქნა სამომავლო ურთიერთანამშრომლობის საკითხები და მიღწეულია შეთანხმება თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებასა და სტუდენტების და აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამების განხორციელების შესახებ გდანსკის სამედიცინო უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის.
სტაჟირების პროგრამის დასასრულს სტუდენტებს გადაეცათ სასწავლო კურსის დამადასტურებელი სერტიფიკატები.
-
8000–ლარიანი ემორის პროგრამა თსსუ–ში – რამდენად ხარისხიანია სამედიცინო განათლება საქართველოში
by ARIS.GE-განათლება
-
თბილისის სახელმწოფო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული (ემორის) პროგრამა
by თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
-
თამარ სანიკიძე საუნივერსიტეტო კლინიკის სამუშაო პროცესს გაეცნო
by თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი