თსუ-ში გაფართოებული აკადემიური საბჭოს 21 წევრი აირჩიეს
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაფართოებული აკადემიური საბჭოს არჩევნებზე 21 წევრი აირჩიეს. თსუ-ში ოცდაერთი საარჩევნო უბანი 17.00 საათზე დაიხურა. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გიორგი ჩაკვეტაძის ინფორმაციით, 1636 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა 1266-მა მიიღო, რაც ამომრჩეველთა სრული შემადგენლობის 77 პროცენტია.
აკადემიური საბჭოს წევრთა დამატებითი არჩევნები აკადემიურ საბჭოს შემადგენლობაში ფაკულტეტის წარმომადგენლების რაოდენობის ზრდისა და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის წარმომადგენლების შეყვანის მიზნით გაიმართა. „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებებისა და უნივერსიტეტის წესდებაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, თსუ-ის აკადემიური საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრა 36 წევრით. არსებული აკადემიური საბჭოს შემადგენლობას თითო-თითო წარმომადგენელი 7 ფაკულტეტიდან და 14 სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტიდან დაემატა.
აკადემიური საბჭოს წევრები გახდნენ:
- აკაკი ყულიჯანიშვილი – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი,
- ვასილ გონაშვილი – იურიდიული ფაკულტეტი
- დავით კერესელიძე – ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი
- გია ლობჟანიძე – მედიცინის ფაკულტეტი
- ავთანდილ სილაგაძე – ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
- ალექსანდრე კუხიანიძე – სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
- ანასტასია ქიტიაშვილი – ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი
- მარინე ზაუტაშვილი – პეტრე მელიქიშვილის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტი
- ნათელა ანანიაშვილი – რაფიელ აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტი
- ზურაბ ცაგარელი – ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტი
- ავთანდილ ამირანაშვილი – მიხეილ ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტი
- ერეკლე გამყრელიძე – ალექსანდრე ჯანელიძის გეოლოგიის ინსტიტუტი
- თამაზ ყარალაშვილი – ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტი
- მურმან კვინიკაძე – კავკასიის ალექსანდრე თვალჭრელიძის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტი
- ნუგზარ შავლაყაძე – ანდრია რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტი
- ნოდარ ცინცაძე – ელეფთერ ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტი
- გაგა ლომიძე – შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი
- დავით მერკვილაძე – ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი
- მედეა ღლონტი – არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი
- გოჩა ფერაძე -თინათინ წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტი
- მამუკა ხუსკივაძე – პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტი
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება
-
შეძლებს თუ არა სტუდენტი მობილობას სახელმწიფოდან კერძო უნივერსიტეტში და პირიქით? – მინისტრის მოადგილის პასუხი
by ARIS.GE-განათლება