თსუ – სირცხვილია!
ვეკო ჩხეიძე
პოსტი გამოქვეყნებულია 2011 წელს
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი – ჩემი უნივერსიტეტია და ყოველთვის ვცდილობდი მისი პრესტიჟის დაცვას.თუმცა, ეს ის შემთხვევაა, როცა უკვე მეც აღარ შემიძლია თვალების დახუჭვა აქ გამეფებულ ანარქიაზე.
ვისაუბრებ კონკრეტულად ჩემთვის ასე კარგად ცნობილ “ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე”.
გამეფებული სრული ბიუროკრატია არავისთვის არ წარმოადგენს სიახლეს, – სამდივნოში მიდიხარ, კათედრაზე გაგზავნიან, კათედრიდან ისევ სამდივნოში, იქიდან 708-ში, 708-დან 509-ში , იქიდან კანცელარიაში, კანცელარიიდან დეკანთან. დეკანს ვინ დაეძებს, მისი მდივანი რა თქმა უნდა, დაკავებულია და ვერ მიგიღებს. მიდიხარ ისევ სამდივნოში, თავზე ახურავ ფურცლებს და ეუბნები, რომ რადგან მდივანია, მისი პირდაპირი მოვალეობაა თსუ-ს ხარვეზების გამოსწორებაში დაგეხმაროს და შეიძლება რაღაც გამოგივიდეს.
ეს იდეალური წყობაა, გუშინ ვიყავი მაღლივში IV კურსის სამდივნოში და დავრწმუნდი, რომ ზევით აღწერილი სიტუაცია მხოლოდ მოგონებათღა დარჩა და ახლანდელი მდგომარეობა ბევრად უფრო მძიმეა – მდივანი შეიცვალა, ვიღაც ახალი და გამოუცდელი დანიშნეს და სამწუხაროდ, ის იმაშიც კი ვერ ერკვევა თუ რა ხდება, როცა სტუდენტს უნდა წინა სემესტრის საგნის არჩევა.დაახლოებით ასეთი საუბარი გაიმართა:
“- წინა კურსის საგნის არჩევა მინდა და რა უნდა ვქნა, ეგრევე ავირჩიო ბაზაში?
– არ ვიცი ზუსტად, მგონი განცხადება უნდა დაწერო დეკანის სახელზე. ისე კი, ჯობია II კორპუსში ჩახვიდე და იქ გაგარკვევენ ყველაფერში. კი, კი იქ ჩადი. “
შოკი განვიცადე :დ აქამდე არასოდეს დამჭირვებია II კორპუსში მისვლა რამე საგანთან დაკავშირებით. ყველაფერი მარტივად ხდებოდა, თუ ბაზაში ისედაც ჩანს საგანი აირჩევ.
დააბრუნონ ძველი მდივანი, ახალმა მდივანმა new tab-ის გახსნაც კი არ იცის ბრაუზერში : – მე ვთხოვე, კათედრის ნომერი მომეცითქო და ვერ გამოვალ ეხლა აქედან, რაღაცები შემყავსო და აირევაო o_O სასწრაფოდ გავეცალე, იქნებ გადამდებია გაუნათლებლობა…
საგნების არჩევა – ტუტორები
რაც შეეხება უშუალოდ საგნების არჩვას: დანიშნულნი არიან ე.წ. ტუტორები, რომლეთა პირდაპირი მოვალეობაა სტუდენტების გარკვევა საგნებში და არჩევისას დახმარება.
წინა სემესტრში მეც ვისარგებლე მათი “მომსახურებით” და ძვირფასი განათლებული ტუტორი სულ სხვა ფაკულტეტის ისეთ საგანს მთავაზობდა ასარჩევად, არასოდეს რომ არ დამჭირდებოდა ჩემ ფაკულტეტზე. : |
მადლობა ღმერთს, მე მასზე მეტად ვერკვევი სწავლების ტექნიკურ საკითხებში და მისი რჩევა არ გავიზიარე, თორე ეხლა მექნებოდა დამატებითი სემესტრი გასავლელი.
წელს თავად შევარჩიე რა საგნები უნდა გავიარო და აქაც პრობლემები შემექმნა : |
1. მიუხედავად იმისა, რომ ახალი სემესტრი უკვე დაწებულია და სემესტრული რეგისტრაციაც დაიწყო, წინა სემესტრის ზოგიერთი საგნის ქულა ჯერ კიდევ შეუტანელია ბაზაში (ნაშრომები ჯერ არ გაუსწორებიათ) , ამის გამო ბაზა არ მაძლევს საფაკულტეტო სავალდებულო საგნების არჩევის უფლებას, – წინაპირობა არ გაქვს გავლილიო. რა ვქნა, ერთადერთი ისღა დამრჩენია, ველოდო როდის ინებებენ ლექტორები ნაშრომების შესწორებას “ეკონომიკურ პოლიტიკაში”, რომ შეიტანონ საბოლოო ქულა. – იქამდე, რა თქმა უნდა, შეივსება სასურველ ლექტორებთან ადგილები და ჩემნაირ დაზარალებულ სტუდენტს საღამოს 5 საათიან ჯგუფებშიღა დაგვრჩება ადგილი 😐
2. წმინდა პროგრამულ დონეზეც შეცდომებია – ბაზა ვერ/არ აღიქვამს განმეორებით გავლილ/ჩაბარებულ საგნებს და მათ მაგივრად I-ად გავლის დროს მიღებულ (ჩაჭრილ) შეფასებას ითვალისწინებს. სხვანარიად ვერ ვხსნი რატომ მიწერს ერთ კონკრეტულ საგანზე წინაპირობები არ გაქვს გავლილიო, როცა აშკარად ჩაბარებული მაქვს ორივე წინაპირობა.
3. კვლავაც პრობლემები – ელექტრონულ ბაზაში ხარვეზებია! სრულად არაა შეყვანილი სავალდებულო საგნების ჩამონათვალი.
ამის გამო, მე 3 სავალდებულო საგნიდან და 2 მოდულის საგნიდან მხოლოდ 1 საგანი მაქვს არჩეული : |
რას ვიზავ, ეს რეალობაა და ველი როდის გამოსწორდება პრობლემები.
ხვალ მაღლივსაც მივაკითხავ, – ჩემ თავს ისევ მე უნდა ვუშველო!
პ.პ.ს. დავამატებ, რომ ვარ “აღრიცხვა, ანგარიშგება- აუდიტის” მოდულზე, უკვე 4 წელია ვსწავლობ “ერთი მწვანე წიგნით”, ისეთი საოცარი წიგნია, რომ შიგნით იტევს სხვადასხვა საგნების მასალებს აგერ უკვე 4 წლის მანძილზე.
და როგორც გავარკვიე, მაგისტრატურაშიც კი გამომადგება.
ნუ, რა არის ეს? დაცინვაა უნივერსიტეტისა და ცოდნისა. როგორ შეიძლება ერთი და იგივე მასალა გადაღეჭო სხვადასხვა საგნებში და პლიუს მაგისტრატურაშიც იგივე წიგნით ასწავლო სტუდენტებს?
თქვენი არ ვიცი და მე კი საბოლოოდ ამიცრუვდა თსუ-ზე გული და ერთი სული მაქვს როდის დავხურავ ბაკალავრიატს. მაგისტრატურის აქ გავლაზე კოშმარულ სიზმრებშიც კი არ ვოცნებობ!
იხილეთ ორიგინალი
-
საქართველოს ანგელოზის დღე – რა ვიცით წმინდა გიორგის ცხოვრებისა და მისი მოწამეობრივი აღსასრულის შესახებ
by განათლებული ბლოგი
-
რა ითქვა განათლების სამინისტროში პედაგოგთა ახალ სქემაზე და როგორ ხედავს პროცესს წამყვანი მასწავლებელი
by განათლებული ბლოგი
-
დამოუკიდებელად სწავლების ფორმირება დაწყებით საფეხურზე: პრაქტიკული მიდგომები და შედეგი
by განათლებული ბლოგი