თუ განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის აღდგენა ან ხელახლა აღება გვჭირდება და დაწესებულება აღარ არსებობს – პროცედურა
საგანმანათლებლო დოკუმენტების დაკარგვის, დაზიანების ან ახალის აღების სურვილის შემთხვევაში, EDU.ARIS.GE-ს მოქალაქეები ხშირად მიმართავენ და აღნიშნულისთვის საჭირო ქცევისა თუ შესაბამისი უწყებების თაობაზე ინფორმაციით ინტერესდებიან.
რომელ უწყებას უნდა მივმართო დიპლომის დაკარგვის შემთხვევაში თუ უნივერსიტეტი აღარ არსებობს?, ნიშნების ფურცელის ან სტუდენტის სასწავლო ბარათის აღდგენა და დადასტურება მჭირდება, როგორ უნდა მოვიქცე? ასეთი კითხვები სხვადასხვა პერიოდულობით აქტიურდება და მათზე პასუხის დასაზუსტებლად განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს მივმართეთ.
როგორც ცენტრში 11 ნოემბერს აგვიხსნეს, ნიშნების ფურცლის გაცემის კომპეტენცია აქვს მხოლოდდამხოლოდ სასწავლებელს და თუკი სასწავლებელი აღარ არსებობს, მაშინ პირმა დაწესებულების სამართალმემკვიდრეს და მის არქივს უნდა მიმართოს. არქივის მფლობელი კი უნდა გაირკვეს შესაბამის რეესტრში, იგულისხმება საჯარო რეესტრი, ან განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის რეესტრი. სწორედ არქივიდან გამოთხოვილი ინფორმაციით უნდა მოხდეს ნიშნების შემცველი დოკუმენტაციის მიღება.
„განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი ნიშნების ფურცლის აღდგენას არ უზრუნველყოფს, ეს ჩვენი მხრიდან შეუძლებელია. თუ საარქივო დოკუმენტაციის მფლობელს აქვს ნიშნების შემცველი დოკუმენტაცია, გაიცემა საარქივო ცნობა და დამოწმდება ნიშნების ფურცლის ფორმა. გაანთლების ხარიხის განვითარების ცენტრში ჩვენ ვაკეთებთ მხოლოდ ფაქტის დადასტურებას და ამ გზით დიპლომის აღდგენა ხდება“, – გვითხრეს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში.
ჩვენი ჩაკითხვის საფუძველზე ისიც განგვიმარტეს, რომ საარქივო დოკუმენტაციის მოძიება მაშინაც ხდება, როდესაც დიპლომის აღდგენას ეხება საკითხი და ესეც იმ შემთხვევაში, თუ უნივერსიტეტი აღარ არსებობს.
„დიპლომის შემთხვევაში, მოქალაქე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, ფაქტის დადასტურების განცხადებას წერს, რომლის საფასურიც 40 ლარია. საქმის წარმოება ერთი თვე გრძელდება (მისი დაჩქარება კი არ ხორციელდება). თუკი ცენტრი ერთი თვის შემდეგ დადებით ცნობას გასცემს, ახალ დიპლომს ჩვენ ვბეჭდავთ და მისი ორ კვირაში დამზადების საფასური 50 ლარია. თუ განცხადება პროფესიულ განათლებას ეხება, მაშინ დიპლომი განათლების მართვის სისტემის მიერ არის დასაბეჭდი, თუმცა ცნობას ამ შემთხვევაშიც განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი გასცემს“, – განგვიცხადეს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში.
განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის დამატებითი პასუხი ხშირად დასმულ კითხვაზე:
– როგორ უნდა მოვიქცე როდესაც ნიშნების ფურცელის/სტუდენტის სასწავლო ბარათის აღდგენა და დადასტურება მჭირდება, დაწესებულება კი საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილია?
– მსგავს შემთხვევაში უნდა მიმართოთ საგანმანათლებლო დაწესებულების საარქივოს მფლობელს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მართალია დაწესებულებას არ ააქვს უფლება გასცეს ან შეეცვალოს საგანმანათლებლო დოკუმენტი, მაგრამ საარქივო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით მას ააქვს ცნობის გაცემის უფლება , რომელშიც ასახული იქნება მოქალაქის სწავლის პერიოდის შესახებ ინფორმაცია, ასევე სწავლის პერიოდში მიღებული შეფასებები. შემდეგ კი შეგიძლიათ ცნობა წარმოადგინოთ ცენტრში, როგორც საგანმანათლებლო დოკუმენტი ნამდვილობის დადასტურების მიზნებისათვის.
ასევე იხილეთ:
როგორ ხდება და ვის შეუძლია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური თანამდებობის დაკავება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება
- „სააუდიტორიო და საგამოცდო პროცესი 1 დღით ვაკეში მდებარე კორპუსებში შეჩერდება“ – თსუ-ის ადმინისტრაცია by ARIS.GE-განათლება
- დაიწყო რეგისტრაცია გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსების მიზნით – ინსტრუქცია და ვადები by ARIS.GE-განათლება