თუ მისაღებ გამოცდებზე ლიტერატურას აბარებთ – როგორი უნდა იყოს თქვენი პასუხები და რა უნდა გაიაზროთ
შეფასებისა და გამოცდებს ეროვნული ცენტრი დღეს, 26 ივნისს, 2024 წლის იმ აბიტურიენტების საყურადღებოდ ვინც არჩევით საგნად ლიტერატურას აბარებს, საგნის ჯგუფის სპეციალისტების რჩევებს და ტესტის შესახებ აუცილებელ ინფორმაციას აქვეყნებს, რომლებსაც EDU.ARIS.GE უცვლელად გთავაზობთ:
– ყურადღებით გაეცანით თითოეული დავალების პირობას და ზედმიწევნით შეასრულეთ მითითებები.
– გამოცდაზე სასურველი შედეგის მისაღებად აუცილებელია, რომ საფუძვლიანად შეისწავლოთ და ღრმად გაიაზროთ საპროგრამო ნაწარმოებები.
– ქართული ლიტერატურის ცოდნის შესამოწმებელი არჩევითპასუხიანი დავალებების შესრულებისას გაითვალისწინეთ, რომ ასარჩევი პასუხებიდან, შესაძლოა, არცერთი არ იყოს ზოგადად მცდარი, მაგრამ მხოლოდ ერთი მათგანი იქნება ამ კონკრეტული შეკითხვის პასუხი.
– ღია ტიპის დავალებების შესრულებისას ყურადღება მიაქციეთ, რომ თქვენი პასუხები იყოს კონკრეტული და ლაკონიური. ერიდეთ ზედმეტი ინფორმაციის მოხმობას, რადგან, შესაძლოა, რომ ეს შეცდომის მიზეზი გახდეს.
– შემოთავაზებული მხატვრული ნაწარმოებების (ან ცალკეული ნაწყვეტების) გასაანალიზებლად საჭიროა ღრმად გაიაზროთ თითოეული ტექსტი, რათა შეძლოთ ლიტერატურულ ნაწარმოებთა შორის მსგავსებებისა და განსხვავებების მიგნება და მათი შედარებითი ანალიზი.
ინფორმაცია ხელოვნების ტესტის შესახებ:
2024 წლის საგამოცდო ტესტში მოცემული იქნება შემდეგი ტიპის დავალებები: 1. ქართული ლიტერატურის ცოდნის შესამოწმებელი 20 არჩევითპასუხებიანი დავალება (მაქსიმალური ქულა – 20); 2. ქართული ლიტერატურის ცოდნის შესამოწმებელი 5 ღია ტიპის დავალება (მაქსიმალური ქულა – 20); 3. წერითი დავალება (მაქსიმალური ქულა – 30).
ტესტის მაქსიმალური ქულაა 70, საგამოცდო დროის ხანგრძლივობა – 4 საათი. აბიტურიენტს ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ დააგროვებს მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტს.
ასევე იხილეთ:
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
-
„უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღება ახალი მოდელის შესაბამისად უკვე უნდა დავიწყოთ ამ აკადემიური წლიდან“
by ARIS.GE-განათლება
-
სასწავლო გრანტების დღეს არსებული მაქსიმალური, საშუალო და მინიმალური ოდენობები შენარჩუნდება 2027-2028 სასწავლო წლის ჩათვლით
by ARIS.GE-განათლება
-
„ვერ მოესწრება“ – დიდი ალბათობით, 2026 წლის აბიტურიენტებს უმაღლესი განათლების რეფორმით დაგეგმილი ჩარიცხვის ახალი წესი არ შეეხებათ
by ARIS.GE-განათლება