ტურიზმის ფაკულტეტის პრეზენტაცია გაიმართა
შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტურიზმის ფაკულტეტის პრეზენტაცია გაიმართა. წარდგინებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე, ბათუმის მერი რობერტ ჩხაიძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გია აბულაძე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, წამყვანი სასტუმროების მენეჯერები, დარგის ექსპერტები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ. სიტყვით გამოსვლისას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან ვარშალომიძემ ფაკულტეტის შექმნის მნიშვნელობაზე, პერსპექტივებზე და ტურიზმის განვითარების აუცილებლობაზე ისაუბრა. უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ მოწვეულ სტუმრებს ფაკულტეტის მიზნები და ამოცანები, ხოლო ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელმა როსტომ ბერიძემ საგანმანათლებლო პროგრამები გააცნო
ტურიზმის ფაკულტეტის მიზანია ტურისტული მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრების ხელშეწყობა და ტურიზმის დარგისათვის მაღალკვალიფიციური, კონკურენტუნარიანი და შესაბამისი კომპეტენციების მქონე სპეციალისტების მომზადება. 2011-2012 სასწავლო წლისათვის ტურიზმის ფაკულტეტი საბაკალავრო პროგრამაზე 100, პროფესიულზე – 30 სტუდენტს მიიღებს.