უარი განათლების სამინისტროს წარდგენილ კანდიდატს – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით დირექტორი 27 სკოლაში აირჩიეს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიის სკოლაში სამეურვეო საბჭომ სამინისტროს მიერ წარდგენილ კანდიდატს მხარი არ დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივმა მედიამ 17 ოქტმბერს გაავრცელა. რესურსცენტრის ხელმძღვანელის, მამუკა ბულიას ინფორმაციით, საბჭოს ექვსი წევრიდან კანდიდატს ხმა მხოლოდ ერთმა მისცა.
გარდა ამისა, დირექტორი ვერ აირჩიეს მეექვსე საჯარო სკოლაში.
“კანდიდატმა ვერ წარმოადგინა სწავლების სფეროში ერთწლიანი მუშაობის გამოცდილების შესაბამისი დოკუმენტაცია. ახლა სამინისტრომ უნდა გადაწყვიტოს მეექვსე სკოლაში დირექტორის თანამდებობის საკითხი”, – განაცხადა საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 51-დან 29 სკოლაში, სადაც მხოლოდ თითო კანდიდატი იყო წარდგენილი, სამეურვეო საბჭოებს დირექტორები უნდა აერჩიათ, თუმცა ისინი 27 საგანმანათლებლო დაწესებულებაში აირჩიეს. 17 ოქტომბერი სკოლებში არჩევნების ჩატარების ბოლო დღე იყო.
წყარო: რადიო “ათინათი”
-
თბილისის ბაღების 60 000-მდე აღსაზრდელს საახალწლო ღონისძიებებზე ტკბილეულისა და სასაჩუქრე ნაკრები გადაეცემა
by სკოლამდელი განათლება
-
პრემიერ-მინისტრმა Skillwill-ის პროფესიული კოლეჯი გახსნა
by მასმედია
-
პოლიციის აკადემია უნივერსიტეტი გახდება და ჩარიცხვა ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე განხორციელდება
by მასმედია