GE

უნივერსიტეტებს შორის გამართულ კალათბურთის ჩემპიონატზე კსუ-ის საკალათბურთო გუნდი მესამე ადგილზე გავიდა

საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის თაოსნობით გამართულ კალათბურთის ჩემპიონატზე, წარმატებული გამოდგა კსუ-ს საკალათბურთო გუნდის ბრძოლა მესამე ადგილის მოსაპოვებლად.

გუნდმა ასპარეზობა უმაღლეს ლიგაში, მიმდინარე წლის აპრილის თვეში, შვიდ სხვადასხვა უმაღლესი სასწავლო დაწესებულების გუნდთან ერთად დაიწყო და ნახევარფინალურ ეტაპამდე მოვიდა.

საუკეთესო სამეულში მოსახვედრად, მესამე ადგილისათვის ბრძოლაში, კსუ-ის კალათბურთის გუნდი საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის გუნდს 5 და 8 ივლისს შეხვდა.

პირველი თამაში, კსუ-ს საგრძნობი უპირატესობით წარიმართა, რაც საბოლოო ჯამში ქულებზეც აისახა და გუნდმა მოგება – 80 : 63 გაიფორმა.

მეორე შეხვედრაში, სეუ-ს გუნდმა, მოგება, მინიმალური ორქულიანი სხვაობით შეძლო და ანგარიში 87 : 85 დააფიქსირა, შესაბამისად, ორი მატჩის ჯამში გამარჯვება კსუ-ს გუნდს დარჩა.

საპრიზო ადგილები ასე გადანაწილდა: პირველი ადგილი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, მეორე ადგილი – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, მესამე ადგილი – კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, მეოთხე ადგილი – საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი.

ჩემპიონატის ფინალისტებს, საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტმა – ჯება არჯევანიძემ მედლები გადასცა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური