უწყვეტი სამედიცინო განათლების აქტივობის სასწავლო პროგრამა CIU-ში
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ორგანიზებით უწყვეტი სამედიცინო განათლების ტრენინგი – „ბაზისური გულ-ფილტვის რეანიმაცია“ იწყება.
უწყვეტი სამედიცინო განათლების აქტივობის სასწავლო პროგრამა, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებითა და მედკოსთა საერთაშორისო ასოციცია მედუ-ს პარტნიორობით ხორციელდება.
პროგრამის მიზანია, ექიმებს შეასწავლოს ეფექტური გულ-ფილტვის რეანიმაციის მნიშვნელობა და განხორციელების ტექნიკა, სიცოცხლის გადარჩენის საწყისი საფეხურების განხორციელება დახვეწილი რეანიმაციული ღონისძიებების დაწყებამდე, მაღალი ხარისხის გულ-ფილტვის რეანიმაცია, რაც წარმოადგენს დახვეწილი რეანიმაციის მნიშვნელოვან ქვაკუთხედს და რომლის გარეშე კეთილსაიმედო გამოსავალის მიღწევა შეუძლებელია.
სასწავლო პროგრამა განსაზღვრულია ლიცენზირებული ექიმებისთვის.
სპეციალობა – შინაგანი მედიცინა, გადაუდებელი მედიცინა, კარდიოლოგია, კარდიოქირურგია, ანესთეზიოლოგია, რეანიმატოლოგია, პედიატრია.
კურსის დაწყება დამოკიდებულია ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობაზე (ერთდროულად შესაძლებელია 10 – 12 მსმენელის დასწრება).
კურსის ღირებულება -190 ლარი;
ხანგრძლივობა – 6 საათი.
ტრენერი – ირინა წირქვაძე – ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი, გადაუდებელი მედიცინის ექიმი, უწყვეტი სამედიცინო განათლების აქტივობის სასწავლო პროგრამის ხელმძღვანელი;
პროგრამის კოორდინატორი –ქეთევან ტაბუცაძე
მისამართი: ქალაქი თბილისი, ჩარგლი ქუჩა N73
იხილეთ სარეგისტრაციო ბმული
-
„საჯარო გამოსვლის ხელოვნება“ – CIU-ს სტომატოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, საჯარო ლექცია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში „თეთრი ხალათების“ ცერემონია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
„მწვანე ფინანსების გავლენა განვითარებადი ქვეყნების მდგრად ეკონომიკურ განვითარებაზე“ – CIU-ში პანელური დისკუსია გაიმართება
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი