GE

V-XI კლასის მოსწავლეებისთვის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში საზაფხულო სკოლა იწყება

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში 16-25 და 19-28 ივნისს იწყობა 10-დღიანი ინფორმატიკის საზაფხულო სკოლა V-XI კლასის მოსწავლეთათვის.

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ აირჩიონ 1-3 კურსი და სწავლების ენა – ქართული ან ინგლისური.

IBSU მოსწავლეებს სთავაზობს შემდეგ კურსებს:

  • პროგრამირება,
  • ინფორმაციული ტექნოლოგიები,
  • გრაფიკული დიზაინი,
  • ვებ პროგრამირება,
  • შესავალი კომპიუტერული მეცნიერებაში
  • ინგლისური ენა
  • ხატვა
  • სპორტი

გაკვეთილები ჩატარდება 10:00-16:00 საათებში.

საზაფხულო სკოლა 2013 წლიდან ყოველწლიურად ეწყობა და უკვე არაერთ მოსწავლეს მისცა განათლება სხვადასხვა მიმართულებით.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური