ვადა გახანგრძლივდა – სასკოლო ჟურნალში მუშაობის შესაძლებლობა 13 იანვრის ჩათვლით დაუშვეს
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) ინფორმაციით, მასწავლებლებს სასკოლო ჟურნალში მუშაობის შესაძლებლობა 1 დღით გაუხანგრძლივდათ.
EMIS-ი მასწავლებლებს დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის და განმარტავს, რომ 14 იანვარს ელექტრონულ ჟურნალში კორექტირების შეტანა უკვე შეუძლებელი იქნება და იმოქმედებს მხოლოდ ნიშნის კორექტირების მოთხოვნა.
“ელექტრონულ ჟურნალში დასრულებულია სისტემის განახლება. 7 იანვრის მდგომარეობით ასახულია მონაცემები. გამომდინარე იქიდან, რომ ჟურნალში 11 იანვრის დღის განმავლობაში მიმდინარეობდა სისტემური განახლება, ნაცვლად 12 იანვრისა, ჟურნალში მუშაობის შესაძლებლობა გექნებათ 13 იანვრის ჩათვლით. 14 იანვარს ვეღარ შეძლებთ ჟურნალში კორექტირების შეტანას, შესაძლებელი იქნება მხოლოდ სემესტრული ნიშნის კორექტირების მოთხოვნა”, – აღნიშნულია 11 იანვრის გვიან საღამოს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
-
რომელი ქართულენოვანი და უცხოენოვანი საგანმანათლებლო პროგრამები ისწავლება საქართველოში და სად – განახლებული ჩამონათვალი
by განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
როგორ ატვირთოს დირექტორმა დარღვევების ოქმზე რეაგირების დოკუმენტი ელექტრონულ ჟურნალში – ვიდეოინსტრუქცია
by განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
ჟურნალში შეფასების კორექტირება გასული დროით – როგორ უნდა მოითხოვოს პედაგოგმა ეს უფლება
by განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა