ვიდეო გაკვეთილი ინგლისური ენის მასწავლებლებისთვის
მასწავლებლის სახლში ინგლისური ენის მასწავლებლებისთვის სპეციალური ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგზე პედაგოგებმა მაკმილანის გამომცემლობის მიერ მომზადებული ვიდეო გაკვეთილი მოისმინეს. ღონისძიებას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გია მამულაშვილიც დაესწრო.
ვიდეომასალა პედაგოგებს საგაკვეთილო პროცესში ისეთი თანმედროვე მეთოდოლოგიების გამოყენებას ასწავლის როგორიცაა: ელექტრონული ლექსიკონები, სხვადასხვა სასწავლო ვიდეორგოლები, ინტერაქტიული მუშაობა და სხვა. ვიდეო გაკვეთილს მაკმილანის გამომცემლობის წამყვანი მეთოდისტები და სახელმძღვანელოების ავტორები უძღვებოდნენ.
მასალა 3 საათიანია და იგი მასწავლებლის სახლს მაკმილანის გამომცემლობამ გადასცა. აღნიშნულ ვიდეოს პედაგოგები მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან ქვეყნებში უკვე იყენებენ.
სპეციალურ ტრენინგს მასწავლებლის სახლში თბილისისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონების საჯარო სკოლებიდან მოწვეული 25 მასწავლებელი ესწრებოდა.
-
თუ მასწავლებელს პრაქტიკული საქმიანობა დადებითად არ შეუფასდება – გამოქვეყნდა საპრეტენზიო განაცხადის ფორმა და წარდგენის ვადა
by მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
რომელ საგნებში გამოვლინდებიან 2022 წლის საუკეთესო მასწავლებლები – კონკურსში მონაწილეობის პირობები
by ამბები ზოგადი განათლებიდან
-
ადრეული განათლების მიმართულების ტრენერობის მსურველთათვის კონკურსი გამოცხადდა – დეტალები
by მასმედია