ვიდეოინსტრუქცია – როგორ უნდა გაგზავნოთ მოთხოვნა დირექტორთან ნიშნის კორექტირებისთვის ან დავალების ჩასანიშნად
პირველი სემესტრის მიწურულს საჯარო სკოლებში შემაჯამებელი დავალებების ჩანიშვნა თუ სემესტრული ნიშნების დაწერა აქტიურად მიმდინარეობს, პედაგოგების ნაწილს ელექტრონულ ჟურნალში მუშაობის პროცესში სხვადასხვა სახის დაბრკოლებები ექმნება. მათ შორის არის განვლილი დროით შემაჯამებლის ჩანიშვნა, მონაცემების აღქმის პრობლემა და სხვა.
სწორედ ამ მიზნიტ, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (EMIS) აქვეყნებს დეტალურ ინსტრუქციას შესაბამის ვიდეოსთან ერთად იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა გაგზავნოს პედაგოგმა მოთხოვნა დირექტორთან მაშინ, როდესაც სურს განვლილი დროით შემაჯამებელი დავალების ჩანიშვნა/წაშლა, ვადის გასვლის შემდეგ დასწრებისა და შეფასების შეტანა, სემესტრული ნიშნის კორექტირება და ა.შ.
ინსტრუქცია:
ავტორიზაციის გავლის შემდეგ შევდივართ მოდულში ,,მოთხოვნები’’. მოთხოვნის გასაგზავნად ვაჭერთ ზედა მარჯვენა კუთხეში მდებარე „+“ ღილაკს. გამოსული ფანჯრიდან უნდა ავირჩიოთ სემესტრი, კლასი (კლასის არჩევისას დირექტორს “სხვა კლასებით“ ნებისმიერი კლასი), საგანი, დავწეროთ კომენტარი (კომენტარის დაწერა აუცილებელია) და ავირჩიოთ მოთხოვნის ტიპი.
როგორც ეკრანზე ჩანს, მოდულში არის 7 მოთხოვნის ტიპი: ჟურნალის კორექტირება, სემესტრული ნიშნის კორექტირება, დამრიგებლის სემესტრული განმავითარებელი შეფასების კორექტირება, განვლილი დროით შემაჯამებლის ჩანიშვნა, განვლილი დროით შემაჯამებლის წაშლა, განვლილი დროით აღდგენის წაშლა და საგნის წაშლა.
მოთხოვნის ტიპის არჩევის შემდეგ უნდა შევავსოთ ფანჯარაში გამოტანილი ყველა ველი, მაგალითისთვის ვნახოთ ჟურნალის კორექტირება: ვირჩევთ კლასს, საგანს, კორექტირებისთვის საჭირო თარიღს ან მთლიან ჟურნალს, რედაქტირების ტიპს (დასწრება, განმავითარებელი შეფასება, განმსაზღვრელი შეფასება) და ვწერთ კომენტარს, შემდეგ ვაწვებით ღილაკს ,,გაგზავნა’’.
“გაითვალისწინეთ, როდესაც დირექტორი დაადასტურებს მიღებულ მოთხოვნას, პედაგოგს აქვს 24 საათი კორექტირებისთვის”, – განმარტავს განათლების მართვის სისტემა.
იხილეთ: ვიდეოინსტრუქცია
- რომელი ქართულენოვანი და უცხოენოვანი საგანმანათლებლო პროგრამები ისწავლება საქართველოში და სად – განახლებული ჩამონათვალი by განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
- პირველკლასელთა ბუკების პირველი ჩართვის ინსტრუქცია (2024 წელი) by განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
- სხვა უნივერსიტეტში გადასვლის მსურველი სტუდენტების რეგისტრაცია 21 აგვისტოს დაიწყება – მობილობის პროცედურები by განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა