GE

ვიქტორინა-თბილისი, ქალაქი რომელსაც უყვარხარ

2011 წლის 2 და 3 აპრილს ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერითა და ახალგაზრდა ორგანიზატორების (გიორგი მურჯიკნელი, ნანა ივანიაშვილი, ლაშა მანწულაშვლი, ნუგზარ გვალია, გიორგი ნასრაშვილი) ინიციატივით შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა ვიქტორინას, თემაზე ”თბილისი, ქალაქი რომელსაც უყვარხარ” . ვიქტორინაში მონაწილეობას იღებდნენ ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის სკოლები. სულ წარმოდგენილი იყო 42 გუნდი რომელთაგან ნახევარფინალში გადავიდა მხოლოდ 16 .

მიმდინარე წლის 16 აპრილს 14 საათზე ვიქტორინის ფინალში მონაწილეობას მიიღებს კონკურსში მონაწილე 8 გუნდი, რომელთაგან საუკეთესო სამეულს დააჯილდოვებს ქალაქ თბილისის მერია.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური