ვის ჩუქნის კომპიუტერს სახელმწიფო – მოსწავლეს, თუ მოსწავლის მშობელს?
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ 2021-2022 სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეებისთვის განკუთვნილი კომპიუტერების დარიგება, როგორც იქნა, დაასრულა.
სააგენტოს ცნობით, 2023 მაისისთვის, ქვეყნის მასშტაბით 3 832 წარჩინებულ მოსწავლეს მიღწეული წარმატებისთვის თითო-თითო პერსონალური კომპიუტერი გადაეცა.
აქედან არცერთი ბავშვი კერძო სკოლის მოსწავლე არ არის. თუ სახელმწიფო კომპიუტერებით მოსწავლეებს მიღწეული წარმატებისთვის აჯილდოვებს, მაშინ გაუგებარია, კერძო სკოლების ბავშვებს წარმატებას რატომ არ უფასებს, ჩვენი ქვეყნის შვილები არ არიან?
გამოდის, რომ სახელმწიფო კომპიუტერს ბავშვის წარმატებისთვის, მის ოჯახს აძლევს – იმ კომპიუტერებს, რომლებიც სახელმწიფომ, მათ შორის, კერძო სკოლების ოჯახების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი ფულით იყიდა.
ვინმე ფიქრობს ასეთი მიდგომის შედეგებზე?
შეგახსენებთ, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის “ჩემი პირველი კომპიუტერი” ბენეფიციარები მხოლოდ საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე).
-
პრემიერ-მინისტრის 3 განცხადება სხვადასხვა შინაარსით – შემცირდება, იგივე დარჩება თუ გაიზრდება სტუდენტთა საერთო რაოდენობა?
by ARIS.GE-განათლება
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება