GE

ვის შეუძლია გახდეს სპეცმასწავლებელი და უფროსი სპეცმასწავლებელი? – საგნის ჯგუფის ხელმძღვანელის პასუხი

კითხვას – სპეციალური მასწავლებელი პროფესიითაც აუცილებლად მასწავლებელი უნდა იყოს თუ არა, გამოცდების ეროვნული ცენტრის მასწავლებელთა საგნის შეფასების ჯგუფის ხელმძვანელი ირინე ჟვანია პასუხობს და აღნიშნავს, რომ არსებობს დოკუმენტები და რეგულაციები, რომელიც ამას არეგულირებს, თუმცა დღევანდელი რეგულაციის მიხედვით, სპეციალური მასწავლებელი შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ უკვე მასწავლებელი და გახდეს შემდგომ უფროსი მასწავლებელი, რომელიც ჩააბარებს აი ამ უფროსი მასწავლებლის გამოცდას.

ამის შესახებ ირინე ჟვანიამ 16 ივნისს, უფროს სპეციალურ მასწავლებლებთან საინფორმაციო შეხვედრისას განაცხადა.

„ეს კითხვა ჩვენ ნაკლებად გვეხება, ამასთან დაკავშირებით არსებობს დოკუმენტები და რეგულაციები, რომელიც ამას არეგულირებს, თუმცა ჩვენ შეგვიძლია გიპასუხოთ, რომ დღევანდელი რეგულაციის მიხედვით, სპეციალური მასწავლებელი შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ უკვე მასწავლებელი და გახდეს შემდგომ უფროსი მასწავლებელი, რომელიც ჩააბარებს აი ამ უფროსი მასწავლებლის გამოცდას. თუმცა იგეგმება გარკვეული ცვლილებების შეტანა და შეიძლება მომავალში ეს შეიცვალოს. დღევანდელი მდგომარეობით მხოლოდ და მხოლოდ მასწავლებელს შეუძლია გახდეს სპეცმასწავლებელი“, – განაცხადა ირინე ჟვანიამ.

თუმცა, რაც შეეხება სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე რეგისტრაციის საკითხს, (სპეციალური მასწავლებლების გამოცდა წელს პირველად ტარდება ავტ.)

EDU.ARIS.GE-ს, კითხვაზე ვის ჰქონდა წელს შესაძლებლობა ამ გამოცდაზე დარეგისტრირებულიყო, გამოცდების ეროვნული ცენტრის ცხელმა ხაზმა ასეთი პასუხი გასცა:

“გამოცდაზე დარეგისტრირდნენ როგორც მოქმედი სპეციალური მასწავლებლები (სტატუსის ამაღლების მიზნით,) ისე მსურველი მასწავლებლები და ის პირებიც ვისაც არ უმუშავიათ სკოლაში და ამ ორმა კატეგორიამ გადაიხადა რეგისტრაციის საფასური”.

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური