წამყვანი 700 ლარი, მენტორი 1000 ლარი – მასწავლებელთა სახელფასო დანამატები თებერვლიდან გაიზრდება
ცვლილება განხორციელდა „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 28 სექტემბრის №126/ნ ბრძანებაში.
ცვლილების მიხედვით, წამყვანი და მენტორი მასწავლებლების შრომის ანაზღაურება იზრდება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, ქეთევან ნატრიაშვილის ბრძანების თანახმად, წამყვანი მასწავლებელი დანამატის სახით 700 ლარს, მენტორი კი 1000 ლარს მიიღებს.
ბრძანება ამოქმედდება 2018 წლის 1-ლი თებერვლიდან და წამყვანი და მენტორი მასწავლებლები გაზრდილ ანაზღაურებას სწორედ ამ დროიდან მიიღებენ.
შეგახსენებთ, რომ წამყვანი და მენტორი მასწავლებლებისთვის სახელფასო დანამატის შესახებ განცხადება განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა 2017 წლის დეკემბერში გააკეთა. სახელფასო დანამატი მხოლოდ 225 მასწავლებელს ეზრდება.
ზაფხულის გამოცდის შემდეგ არსებული მონაცემებით, სტატუსების მიხედვით მასწავლებელთა გადანაწილება ასეთია:
პრაქტიკოსი – 44 570
უფროსი – 18 809
წამყვანი – 216
მენტორი – 9
ამჟამად მასწავლებელთა სტატუსის შესაბამისი დანამატები და ხელზე ასაღები ოდენობა ასეთია:
ა) უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატი – სრული დატვირთვის შემთხვევაში, 320 ლარი, ხელზე ასაღები – 256 ლარი.
ბ) წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატი – სრული დატვირთვის შემთხვევაში, 500 ლარი, ხელზე ასაღები – 400 ლარი.
გ) მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატი – სრული დატვირთვის შემთხვევაში, 700 ლარი, ხელზე ასაღები – 560 ლარი.
ამავე თემაზე:
პედაგოგების ანაზღაურების სისტემა შესაძლოა შეიცვალოს – როგორია მინისტრის ხედვა
„4 წელიწადში ჩვენ მასწავლებელს ვერ მოვამზადებთ, რატომღაც ამ სირთულეზე არავინ საუბრობს“
სახელფასო დანამატი მხოლოდ 225 მასწავლებელს გაეზრდება – პედაგოგთა შეფასებები
„წამყვანი და მენტორი მასწავლებლების დანამატები 2018 წლიდან გაიზრდება“
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება
- „სააუდიტორიო და საგამოცდო პროცესი 1 დღით ვაკეში მდებარე კორპუსებში შეჩერდება“ – თსუ-ის ადმინისტრაცია by ARIS.GE-განათლება
- დაიწყო რეგისტრაცია გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსების მიზნით – ინსტრუქცია და ვადები by ARIS.GE-განათლება