პედაგოგების ანაზღაურების სისტემა შესაძლოა შეიცვალოს – როგორია მინისტრის ხედვა
მასწავლებლების ანაზღაურება შესაძლოა, საგაკვეთილო საათების რაოდენობაზე დამოკიდებული აღარ იყოს. ამასთან, როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აცხადებს, თვისობრივად შეიცვლება მასწავლებლებისთვის განკუთვნილი ტრენინგები.
“გადაიხედება მასწავლებლების ანაზღაურება. იგულისხმება როგორც ხელფასის ოდენობა, ასევე პედაგოგების დანამატების თემაც. შესაძელებელია, დანამატები პედაგოგების საგაკვეთილო საათებზე აღარ იყოს დამოკიდებული, თუმცა ეს საკითხი დამუშავების ეტაპზეა”, – აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა.
მინისტრის თქმით, არადამაკმაყოფილებელია სისტემაში არსებული ხარისხი, შესაბამისად, მისთვის მთავრი გამოწვევა განათლების ხარისხის უზრუნველყოფა იქნება და სიახლეები, პირველ რიგში, მასწავლებლების კვალიფიკაციას შეეხება.
როგორც მიხეილ ჩხენკელი ამბობს, მართალია, მათი გადამზადება აქამდეც ხდებოდა, თუმცა ამჯერად თვისობრივად შეიცვლება ტრენინგების შინაარსი და ისინი კონკრეტული უნარების გამომუშავებაზე იქნება ორიენტირებული, იმ უნარების, რომლებსაც პედაგოგები საგაკვეთილო პროცესში გამოიყენებენ.
აღნიშნული სიახლეების შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა „მოამბესთან“ ისაუბრა.
„წამყვანი და მენტორი მასწავლებლების დანამატები 2018 წლიდან გაიზრდება“
„4 წელიწადში ჩვენ მასწავლებელს ვერ მოვამზადებთ, რატომღაც ამ სირთულეზე არავინ საუბრობს“
რას გულისხმობს განათლების მინისტრის ახალი ინიციატივა “ევრიკა”
ყველა განათლების მინისტრი გაურბის ამაზე საუბარს – სპეციალისტები ჩხენკელის ინიციატივებზე
წყარო: 1tv
- გაიარეთ სასწავლო პროგრამა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში MIT, SEU-ს სრული დაფინანსებით და გახდით უნივერსიტეტის აკადემიური გუნდის წევრი by მასმედია
- „პედაგოგებს დავარწმუნებთ, რომ საქართველოში არსებობს გაერთიანება, რომელიც მასწავლებლების უფლებებისთვის რეალურად იბრძოლებს“ by მასმედია
- სტიქიის გამო ფოთში სკოლებსა და ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი გაურკვეველი დროით შეჩერდა by მასმედია