GE

წარმატებულ მოსწავლეებს, სტუდენტებსა და პროფესიულ სტუდენტებს ფულადი ჯილდოები გადაეცემათ – თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის პროგრამა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ წარმატებულ მოსწავლეებს, სტუდენტებსა და პროფესიულ სტუდენტებს ფულადი ჯილდოები გადაეცემათ. შესაბამის პროგრამაში ცვლილების შესახებ ინფორმაცია ორ ნოემბერს გამოქვეყნდა და მასში განმარტებულია რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს პირი ჯილდოს მისაღებად.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროფესიული განვითარების, განათლების ხელშეწყობის და ადგილობრივი სათემო ჯგუფების/ორგანიზაციების სოციალური ინიციატივების ხელშეწყობა/მხარდაჭერის სახეებია: ფულადი მხარდაჭერა და სოციალური ინიციატივების თანამონაწილეობითი მხარდაჭერა.

,,2021 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში პროფესიული განვითარების, განათლების ხელშეწყობის და ადგილობრივი სათემო ჯგუფების/ორგანიზაციების სოციალური ინიციატივების მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამა“ შემდეგი ოდენობით ფულად პრემიასა თუ ჯილდოს ითვალისწინებს:

ვაჟა-ფაშაველას სახელობის პრემია მოსწავლეთათვის, (ერთჯერადი) 100 ლარის ოდენობით.

ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია სტუდენტთათვის, სემესტრში შეადგენს 300 ლარს.

ჯილდო პროფესიული პროგრამის სტუდენტზე, სასწავლო წლის განმავლობაში ერთჯერადად, შეადგენს 300 ლარს.

გარდა ამისა, მუნიციპალიტეტში განხორციელდება პროფესიული წარმატება/აღიარების მქონე მოქალაქეთა წახალისება ერთჯერადი ფულადი ჯილდოს სახით. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეები, რომლებმაც თავის საქმიანობაში მიაღწიეს წარმატებას და მოიპოვეს სახელმწიფო ან/და საერთაშორისო აღიარება, მიიღებს ერთჯერადად 500 ლარს.

ჯილდოს მისაღებად საჭირო მოთხოვნებისა და წარსადგენი დოკუმენტაციის შესახებ შესახებ ინფორმაცია დეტალურად იხილეთ ბმულზე.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური