GE

welcome.atsu.edu.ge – წერეთლის უნივერსიტეტის პირველკურსელებისთვის გზამკვლევი შეიქმნა

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველკურსელები სასურველი ინფორმაციის მიღებას სპეციალურად  შექმნილი გზამკვლევის საშუალებით შეძლებენ. welcome.atsu.edu.ge – ასე ჰქვია ვებგვერდს, რომელიც სტუდენტებისთვის უკვე ხელმისაწვდომია და უნივერსიტეტის ოფიციალურ გვერდთან atsu.edu.ge ერთად, მათ სხვადასხვა სერვისებზე წვდომას უმარტივებს.

welcome.atsu.edu.ge აწსუ-ს მულტიმედია ლაბორატორიის მიერაა შექმნილი.

„გზამკვლევი ვებგვერდის შექმნის მთავარი მიზანი სტუდენტებისთვის საჭირო ინფორმაცის მიღების გამარტივება იყო. ამ მიზნით, გვერდზე განთავსებულია ის რესურსები, რომლებიც სტუდენტს სწავლის დაწყების პირველივე დღიდან შეიძლება დასჭირდეს. ერთი ფანჯრის პრინციპით სტუდენტი ღებულობს ინფორმაციას ფაკულტეტების, აკადემიური პროგრამების სტრუქტურის, შიდა რეგულაციებისა და სასწავლო პროცესის შესახებ, ასევე სტუდენტს საშუალება აქვს უნივერსიტეტის ელექტრონულ სერვისებთან დაკავშირებით მიიღოს ინფორმაცია და ვებ გვერდიდანვე გადმოწეროს შესაბამისი მობილური აპლიკაციები.  ვებ გვერდზე განთავსებულია დისტანციურ-ონლაინ სწავლებასთან დაკავშირებული პროგრამებისა და მათი მოხმარების ვიდეო გაკვეთილები, ასევე უნივერსიტეტის კორპუსებში სხვადასხვა სამსახურებისა და ადმინისტრაციული ერთეულების ოთახების განლაგების რუკა. პირველკურსელთა გზამკვლევი ვებ გვერდი სრულად ადაპტირებულია სმარტფონებისთვის“, – ამბობს უნივერსიტეტის მულტიმედია ლაბორატორიის ხელმძღვანელი დავით კეთილაძე.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დღეს, 20 სექტემბერს, ონლაინ რეჟიმში დაიწყო.

2021-2022 სასწავლო წლისათვის უნივერსიტეტმა 1 731 პირველკურსელი მიიღო.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური