წელს ერთიან ეროვნულ და სხვა გამოცდებს 57 ბრალდებული/მსჯავრდებული აბარებს
2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში ბრალდებულები/მსჯავრდებულები გამოცდების პირველი დღიდან ჩაერთნენ და დღეს, 2 ივლისს, გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, სპეციალური პენიტენციური სისტემიდან 2026 წლის ერთიან ეროვნულ, საერთო სამაგისტრო და მასწავლებლის გამოცდებზე 57 ბრალდებული/მსჯავრდებულია რეგისტრირებული, მათ შორის, 5 არასრულწლოვანია.
როგორც უწყება განმარტავს, განათლების ხელშეწყობა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. პროფესიული განვითარება და საუნივერსიტეტო განათლების მიღების შესაძლებლობა მსჯავრდებულებს საზოგადოებაში წარმატებულ რეინტეგრაციაში დაეხმარება.
“პენიტენციური სამსახურისთვის პრიორიტეტია მსჯავრდებულთა განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. ყოველწლიურად იზრდება უმაღლესი განათლების მიღების მსურველთა რაოდენობა, ფართოვდება საგანმანათლებლო რესურსებზე წვდომა და იქმნება სასწავლო პროცესისთვის აუცილებელი თანამედროვე ტექნოლოგიური პირობები. პენიტენციურ დაწესებულებებში წარმატებით ფუნქციონირებს „ციფრული უნივერსიტეტი“, რომელიც მსჯავრდებულ სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, დისტანციურად ჩაერთონ სასწავლო პროცესში და მიიღონ სრულფასოვანი უმაღლესი განათლება”, – აცხადებენ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში.
-
აბიტურიენტის ცნობარის მომზადებას კიდევ ერთი თვე დასჭირდება – რა უნდა იცოდეთ
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა, ფაკულტეტებისა და არჩევითი საგნების მიხედვით, 2026 წელს ჩარიცხულთა რანჟირებული სია გამოაქვეყნა
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
ცნობილია 2026 წლის აბიტურიენტების რეიტინგული სია ჩასაბარებელი საგნების მიხედვით – დოკუმენტი
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე