GE

წერეთლის უნივერსიტეტი საშემსრულებლო ხელოვნებით დაინტერესებული აბიტურიენტებისათვის შემოქმედებით ტურზე რეგისტრაციას იწყებს

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2021-2022 სასწავლო წლისთვის აცხადებს მიღებას საბაკალავრო პროგრამაზე – „საშემსრულებლო ხელოვნება-მიმართულებები: ფორტეპიანო, საორკესტრო სიმებიანი, ჩასაბერი და დასარტყამი საკრავები, სოლო აკადემიური სიმღერა)“.

საბაკალავრო პროგრამის ხანგრძლივობაა 4 წელი (8 სემესტრი), მისაღები გამოცდები ტარდება ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში ორ ეტაპად:

პირველი ეტაპი ტარდება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის N43-ე კორპუსში (ქუთაისის ყოფილი სამუსიკო კოლეჯის შენობა) შემოქმედებითი ტურების სახით.
შემოქმედებითი ტურების ჩატარების განრიგი გამოქვეყნდება საბუთების მიღების დამთავრების შემდეგ.

მეორე ეტაპი ჩატარდება საგამოცდო ცენტრებში, სადაც აბიტურიენტები აბარებენ ორ სავალდებულო გამოცდას: ქართული ენა და ლიტერატურა და უცხოური ენა. იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტს სურს გრანტის მოპოვება, მაშინ მან დამატებით უნდა ჩააბაროს გამოცდა ისტორიაში.

ბაკალავრიატში მისაღებ გამოცდებზე დაიშვებიან სრული ზოგადი განათლების მქონე ის აბიტურიენტები, რომლებმაც რეგისტრაცია გაიარეს საგამოცდო ცენტრებში. სპეციალობის გამოცდაზე შემოქმედებით ტურში მონაწილე აბიტურიენტთა რიგითობა განისაზღვრება ანბანური პრინციპით, ხოლო სოლო აკადემიური სიმღერის სპეციალობის აბიტურიენტებისთვის – კონცერტმაისტერთა ანბანური პრინციპით.

იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტს სურს დაწესებულებამ უზრუნველყოს კონცერტმაისტერით, მან რეგისტრაციის დროს უნდა წარადგინოს წერილობითი განაცხადი.

აბიტურიენტთა რეგისტრაცია დაიწყება 2021 წლის პირველ ივნისს და დასრულდება 2021 წლის 16 ივნისს (სამუსიკო კოლეჯის შენობაში).

აბიტურიენტებმა უნდა წარადგინონ შემდეგი საბუთები:

  1. განცხადება შემოქმედებით ტურებზე დაშვების თაობაზე (ფორმა ივსება ადგილზე)
  2. ატესტატი/დიპლომი – დედანი ნოტარიულად დამოწმებულ ასლთან ერთად
  3. პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი
  4. ოთხი ცალი ფოტოსურათი (ზომით 3×4) დისკთან ერთად
  5. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი საბუთის ასლი (ვაჟებისთვის)
  6. საგამოცდო საიდენტიფიკაციო ბარათის ასლი

საკონტაქტო ინფორმაცია:

ტელ.: (0 431) 27 09 11; (0 431) 27 46 22.
მობ.: 599 50 64 51; 599 15 89 05; 577 18 77 40 (10.00-დან 18.00 საათამდე)
მისამართი: ქ. ქუთაისი, კ. გამსახურდიას ქ. N 43-ა, ოთახი N 01, ყოველ დღე კვირადღის გარდა, 10 საათიდან 18 საათამდე.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური