GE

წერეთლის უნივერსიტეტის სპორტსმენებმა სტუდენტურ ფესტივალზე 18 მედალი მოიპოვეს

2023 წლის სტუდენტურ ფესტივალზე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს.

ქართულ ჭიდაობაში 90 კგ-ით წონით კატეგორიაში შედეგები ასეთია:
I ადგილი – ივერი წასიძე, II ადგილი – რატი ჩაჩუა.

ძიუდოში საპრიზო ადგილები ასე გადანაწილდა:
60 კგ. წონით კატეგორია -I I ადგილი – ზაზა გაბრიჭიძე;
66 კგ წონით კატეგორია-III ადგილი – გიორგი რატიანი;
73 კგ.წონით კატეგორია -III ადგილი -ელგუჯა კლდიაშვილი;
90 კგ. წონით კატეგორია – III ადგილი – რატი ჩაჩუა;
100 კგ. წონით კატეგორია – II ადგილი – თემურ ენდელაძე, III ადგილი ნოდარ ჯინჯიხაძე;
+100 კგ.წონით კატეგორია – III ადგილი – ავთანდილ ჭიქავა.

სამბოში საპრიზო ადგილები ასე გადანაწილდა:
58 კგ. წონით კატეგორია – I ადგილი -ზაზა გაბრიჭიძე, II ადგილი – ალექსი ტურაბელიძე;
71კგ. წონით კატეგორია – III ადგილი – გიორგი რატიანი;
88 კგ. წონით კატეგორია -II ადგილი – ივერი წასიძე, III ადგილი – რატი ჩაჩუა;
98 კგ.წონით კატეგორია -II ადგილი – თემურ ენდელაძე;
+98 კგ.წონით კატეგორია – II ადგილი – ნოდარ ჯინჯიხაძე, III ადგილი ავთანდილ ჭიქავა.

გუნდურ ჩათვლაში, სამბოში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მეორე ადგილი დაიკავა.

მაგიდის ჩოგბურთში საპრიზო ადგილი გიორგი ნაცვლიშვილმა მოიპოვა, მეორე ადგილი დაიკავა.

სტუდენტურ ფესტივალზე აწსუ სპორტსმენებმა ჯამში 2 ოქრო, 8 ვერცხლი და 8 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა ცენტრი ულოცავს სპორტსმენებს ამ გამარჯვებას და სამომავლო წარმატებებს უსურვებს.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
aris.ge-adm