წიგნის პრეზენტაცია- „საუკუნეს მიახლოებული კაცის მოგონებათა კრიალოსანი“
27 მაისს, 17.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში გაიმართება უნივერსიტეტის პროფესორის, ცნობილი ქართველი გეოგრაფის შოთა ცხოვრებაშვილის წიგნის „საუკუნეს მიახლოებული კაცის მოგონებათა კრიალოსანი“ პრეზენტაცია.
ნაშრომში ყურადღება გამახვილებულია იმ ადამიანებზე (მშობლები, რიგითი ადამიანები, პროფესორ-მასწავლებლები, უნივერსიტეტის გამორჩეული რექტორები, მკვლევარი კოლეგები და სხვ), რომლებმაც ავტორის, როგორც პიროვნების, ფორმირებაში დიდი როლი ითამაშეს.
მოგონებებში ასევე გადმოცემულია პროფესორ შოთა ცხოვრებაშვილის პედაგოგიური და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შედეგები, რომლებიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთანაა დაკავშირებული.
წიგნი გამოცემულია თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობის მიერ 2012 წელს.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, უნივერსიტეტის პირველი კორპუსი, ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი
-
დავით მაღრაძის სემინარი თსუ-ში – „ბარაქიანი მიწა“
by ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტები გადამზადებას აშშ-ში გაივლიან
by ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის „შემოდგომის ლეგენდა“ 2020 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
by ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი