GE

წიგნის „საქართველოს დამოუკიდებლობის 1028 დღე“ პრეზენტაცია

ფოტო –
4291

27 მაისს, 12 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წიგნის “საქართველოს დამოუკიდებლობის 1028 დღე (საქართველოს პირველი რესპუბლიკის ყოველდღიური მატიანე 1918-1921 წწ.)” პრეზენტაცია გაიმართება.

წიგნი ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების 95 წლისთავს. წიგნი შესრულებულია ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის ბაკალავრიატის სტუდენტების, მაგისტრანტების, მაგისტრების, დოქტორანტისა და პროფესორის მიერ.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი,115-ე აუდიტორია

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური