GE

წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში ცხადდება სტუდენტთა მობილობა 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის

წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში ცხადდება 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობა.

მობილობისთვის ეწვიეთ სტუდენტთა ელექტრონულ პორტალს.

მობილობის წესით ჩასარიცხი სტუდენტების ვაკანტური ადგილები:

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლა
საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:

სამართალი – 40 ადგილი
საერთაშორისო ურთიერთობები – 40 ადგილი
ისტორია – 20 ადგილი
ქართული ფილოლოგია – 20 ადგილი
სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:

სამართალი – 10 ადგილი
საქართველოს ისტორია – 10 ადგილი
ქართული ფილოლოგია – 10 ადგილი
საჯარო მმართველობა – 10 ადგილი
სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე:

საქართველოს ისტორია – 3 ადგილი

ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა
საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:

ბიზნესის ადმინისტრირება – 30 ადგილი
ფსიქოლოგია – 30 ადგილი
კომპიუტერული მეცნიერება – 30 ადგილი
სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:

სოციალური და განწყობის ფსიქოლოგია – 10 ადგილი
ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირება – 10 ადგილი
კომპიუტერული მეცნიერება – 5 ადგილი

სწავლის წლიური საფასური ყველა საგანმანათლებლო პროგრამაზე, გარდა სამართლის, საჯარო მმართველობის, სოციალური და განწყობის ფსიქოლოგიის, ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირების, კომპიუტერული მეცნიერების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებისა შეადგენს 2250 ლარს, ხოლო სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:

სამართალი – 2990 ლარს;
საჯარო მმართველობა – 2750 ლარს;
სოციალური და განწყობის ფსიქოლოგია – 2500 ლარს;
ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირება – 3900 ლარს;
კომპიუტერული მეცნიერება – 3350 ლარს.

მობილობის პროცესის ადმინისტრირების ვადები:

  • მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია (საბუთების მიღება) – 2024 წლის 14 თებერვალის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა, 19:00 საათამდე);
  • აღიარების კომისიების მუშაობა, დასკვნების მომზადება. სტუდენტების ინფორმირება აღიარებული კრედიტების თაობაზე და მათი თანხმობის/უარის წერილობითი დადასტურება – 2024 წლის 13 – 15 თებერვალი;
  • დეკანატებისა და აღიარების კომისიების მიერ შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა მობილობის წესით ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მოსამზადებლად – 2024 წლის 18 თებერვალი;
  • მობილობის ფარგლებში გადმოყვანის წესით ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება და წარდგენა მართვის სისტემაში – არაუგვიანეს 2024 წლის 19 თებერვალი.

დეტალებისთვის იხილეთ:

მობილობის წესით გადმოსვლის მსურველთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა, ანკეტა-კითხვარი და ინფორმაცია პროგრამების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური