GE

წმიდა ექვთიმე ღვთისკაცისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია

7 ოქტომბერს, წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა წმინდა ექვთიმე ღვთისკაცისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია.

მის მუშაობაში მონაწილეობდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრები: საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი) და რუსთავისა და მარნეულის მიტროპოლიტი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი იოანე (გამრეკელი). კონფერენცია წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის დღეების გაგრძელებაა, რომელიც ლიხაურში 15 ოქტომბერს დასკვნითი ღონისძიებით დასრულდება.

სამეცნიერო კონფერენცია გახსნა უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარემ, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ.

აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა ისაუბრა ექვთიმეს ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. ყურადღება გაამახვილა იმ სამი ექსპედიციის შესახებ, რომლებიც მან ჩაატარა სამხრეთ საქართველოში. აღნიშნა, რომ იგი იყო პირველი პროფესორი, რომელიც ლექციებს კითხულობდა სიძველეების შესახებ და მას ამ დარგში მიანიჭეს დოქტორის ხარისხი.

სამეცნიერო კონფერენციის დასრულების შემდეგ ქართულ უნივერსიტეტში გაიხსნა წმიდა ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის აუდიტორია.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური