GE

ხარისხიანი განათლების გარანტი – წარმატებული სტუდენტის თვალით დანახული IBSU

მარიამ ქსოვრელი შავი ზღვის საერთაშოროსი უნივერსიტეტის კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტის პირველკურსელია და 2016 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მაღალი შედეგების მიხედვით პირველ 20-ეულშია.

IBSU-ში უფასოდ სწავლის შესაძლებლობასა და სტიპენდიაზე, თუ რამ იქონია გავლენა არჩევანის გაკეთებასა და როგორ აფასებს მის გადაწყვეტილებას მარიამის ინტერვიუსგან შეიტყობთ:

უფასოდ სწავლის შემოთავაზებამ ჩემთვის პრიორიტეტული გახადა #IBSU. მივხვდი, რომ ეს შანსი ხელიდან არ უნდა გამეშვა და მიზნად დავისახე არა მხოლოდ 100% გრანტის მოპოვება, არამედ საუკეთესო ასეულში მოხვედრა. დარწმუნებული ვარ, თითოეული აბიტურიენტისათვის სერიოზული სტიმული და მოტივაციაა ეს შემოთავაზება, რათა საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინონ. #იბსუ საკმაოდ ცნობილი და ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტია საქართველოში, ამიტომ, ალბათ ყველა აბიტურიენტმა იცის მის შესახებ.

14484766_956027081193431_4153144704395385766_nმოგვიანებით რამდენჯერმე მქონდა უშუალო შეხება სასკოლო კერძო ოლიმპიადების საშუალებით, რომელთა ტურებსაც იბსუ მასპინძლობდა და ყოველთვის დადებითი ემოციებით დამუხტული ვტოვებდი უნივერსიტეტს. ამ ეტაპისთვის არსებულმა რეალობამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მუდმივად ვგრძნობ ყურადღებასა და ხელშეწყობას არა მარტო ლექტორებისა და დეკანატისგან, არამედ მაღალკურსელებისგანაც. იბსუში ყველა პირობაა შექმნილი უმაღლესი განათლების მისაღებად. ინფრასტრუქტურა, მრავალფეროვანი კლუბები და სხვადასხვა აქტივობები, საშუალებას გვაძლევს გამოვავლინოთ საკუთარი უნარები.

-შენ, როგორც ახალგაზრდა ადამიანს, რამ მოგცა მოტივაცია, კარგად გესწავლა და ამ შედეგისთვის მიგეღწია ?

– პირველ რიგში მაინტერესებდა საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი. ყოველთვის ვამბობდი: ”რატომ არ უნდა გავაკეთო, როცა შემიძლია!“

-გოგოები ტექნოლოგიებში… რატომ აირჩიე ეს მიმართულება, როგორ ფიქრობ რითია ის საინტერესო და რამდენად პერსპექტიულია?

– ბავშვობიდან განსაკუთრებულად მიყვარდა მათემატიკა და ვოცნებობდი ტექნიკური მიმართულებით გამეგრძელებინა სწავლა, ამასთანავე, შემექმნა რაღაც ახალი. ეს სფერო მოითხოვს შემოქმედებითობასა და კრეატიულ აზროვნებას, ამდენად ძალიან საინტერესოა. დღეისათვის, ტექნოლოგიური მიღწევები ყველა დარგში გამოიყენება. ჩვენი ცხოვრება წარმოუდგენელია მის გარეშე.

– ვინც ახლა აბარებს რა იქნება შენი რჩევა ? რატომ უნდა ჩააბარონ IBSU-ში ?

– გააკეთონ სწორი არჩევანი! იბსუ არის ხარისხიანი განათლების, აქტიური, მრავალფეროვანი სტუდენტური ცხოვრებისა და წარმატებული კარიერის გარანტი. ჩემს გარშემო მყოფი ახალგაზრდების უმრავლესობას ნამდვილად გაცნობიერებული აქვს განათლების მნიშვნელობა. შესაბამისად, ამ მხრივ საკმაოდ მოტივირებულები არიან.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური