GE

„ხაშურიდან ჩამოვედი“ – მათემატიკის გამოცდაზე 1 წუთით დაგვიანებული აბიტურიენტი ტესტირებაზე ვერ დაუშვეს

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 10 ივლისს, მათემატიკის გამოცდით გრძელდება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მათემატიკის გამოცდის პირველ სესიაზე განაწილებული აბიტურიენტებიდან ტესტირებაზე გამოცხადდა 91%-ზე მეტი გამოსაცდელი.

თბილისის 147-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში, სადაც ამ წუთებში მათემატიკის გამოცდის პირველი სესია მიმდინარეობს, ერთმა აბიტურიენტმა დაიგვიანა.

აპლიკანტი საგამოცდო ცენტრთან ზუსტად ერთი წუთის დაგვიანებით გამოცხადდა. მან დაგვიანების მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა და განაცხადა, რომ ტესტირებაზე გასასვლელად ხაშურიდან ჩამოვიდა.

გამოცდაზე დაგვიანებულ ახალგაზრდას ადგილზე მყოფი მშობლები გამოესარჩლნენ და მის შენობაში შეშვებას ითხოვდნენ, თუმცა მათაც და აბიტურიენტსაც საგამოცდო ცენტრის წარმომადგენელმა განუმარტა, რომ დაგვიანებული აპლიკანტი ტესტირებაზე არ დაიშვება.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს დაიწყო და 22 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური