GE

ხათუნა კალმახელიძე კავკასიის უნივერსიტეტს ეწვია

პენიტენციურ სისტემაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმებით კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტები დაინტერესდნენ.
მათივე ინიციატივით, 2011 წლის 29 მარტს გაიმართა შეხვედრა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრთან ხათუნა კალმახელიძესთან.

სტუდენტებმა მინისტრს მათთვის საინტერესო კითხვები დაუსვეს და უწყებაში არსებული სიახლეების და სამომავლო გეგმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.

ინტერაქტიულ შეხვედრაზე ხათუნა კალმახელიძემ ყურადღება გაამახვილა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის, ხანგრძლივი და ვიდეოპაემნების, ასევე პენიტენციური ჯანდაცვის სისტემის რეფორმირების მნიშვნელობაზე.
მინისტრმა სტუდენტებს პრობაციის ეროვნულ სააგენტოში დანერგილი სიახლეები და უფასო იურიდიული მომსახურების პირობებიც გააცნო.
შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ პირველად საქართველოში, კავკასიის უნივერსიტეტში, სექტემბრიდან დაიწყება სისხლის სამართლის საავტორო სამაგისტრო პროგრამები, სადაც განსაკუთრებული ადგილი ეთმობა სასწავლო კურსს – „სასჯელის შეფარდება და სასჯელაღსრულებითი სამართალი“, რომელსაც უხელმძღვანელებენ პროფესორები ნონა თოდუა და ზვიად როგავა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური