„ევროპის უნივერსიტეტის“ სამართლის ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი ლატვიაში გამართულ საერთაშორისო კვირეულს დაესწრო
„ევროპის უნივერსიტეტის“ სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი თამარ დევდარიანი, 20-24 აპრილს, „ერაზმუს+“ საერთაშორისო აკადემიური მობილობის პროგრამის ფარგლებში, ალბერტას კოლეჯში (რიგა, ლატვია) გამართულ საერთაშორისო კვირეულს დაესწრო.
უნივერსიტეტის მიერ 1-ელ მაისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, საერთაშორისო აკადემიური კვირეული მოიცავდა მრავალფეროვან აკადემიურ და პროფესიულ აქტივობებს, მათ შორის ლექციებს, სამუშაო შეხვედრებსა და სემინარებს, რომლებსაც საერთაშორისო ექსპერტები და ლექტორები უძღვებოდნენ. კვირეულში სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
თამარ დევდარიანის მონაწილეობა აღნიშნულ საერთაშორისო ღონისძიებაში ხელს უწყობს აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავებას, გამოცდილების გაზიარებასა და საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში უნივერსიტეტის პოზიციონირების გაძლიერებას.
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ წარმომადგენლები ვენაში, ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციის ყოველწლიურ კონფერენციაში მონაწილეობდნენ
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ სამართლის ინსტიტუტის პროექტი მეცნიერების პოპულარიზაციის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია
by ევროპის უნივერსიტეტი
-
გაეროს უშიშროების საბჭოს მოდელირებაზე სტუდენტებისთვის განაცხადების მიღება დაიწყო – ღონისძიება „ევროპის უნივერსიტეტთან“ თანამშრომლობით გაიმართება
by ევროპის უნივერსიტეტი