ალტე უნივერსიტეტში XI-XII კლასების მოსწავლეებისთვის Arduino ჰაკათონი გაიმართება
ალტე უნივერსიტეტის ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრი, კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტების ინიციატივით, XI-XII კლასების მოსწავლეებს Arduino ჰაკათონს სთავაზობს.
უნივერსიტეტის მიერ 1-ელ მაისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ჰაკათონის ფარგლებში, გექნება შესაძლებლობა, დაესწრო ინტენსიურ პრაქტიკულ ტრენინგებს, სემინარებსა და ვორკშოპებს, რათა საფუძვლიანად შეისწავლო Arduino და ელექტრონიკა.
ალტე უნივერსიტეტის მენტორების დახმარებით, შენს გუნდთან ერთად შეძლებ, მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენო, საკუთარი იდეები რეალურ, ფუნქციურ პროტოტიპებად აქციო და გადაჭრა ისეთი გამოწვევები, რომლებიც დღეს ყველაზე აქტუალურია.
პროექტის დასკვნით ეტაპზე ალტე უნივერსიტეტი გამოავლენს გამარჯვებულს, რომელიც ტექნიკის ვაუჩერით დაჯილდოვდება.
ჰაკათონის განმავლობაში შექმნილი ნამუშევრები კომაროვის STEM ოლიმპიადის ფარგლებში დაგეგმილ გამოფენაზე იქნება წარმოდგენილი, სადაც ფართო აუდიტორია შენს ინოვაციურ პროექტს გაეცნობა.
ჰაკათონი 22, 23 და 24 მაისს გაიმართება.
მონაწილეობის მსურველები რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს
-
ალტე უნივერსიტეტში, არაფორმალური განათლების იდეების კონკურსში გამარჯვებული მასწავლებლების დაჯილდოება გაიმართა
by ალტე უნივერსიტეტი
-
ალტე უნივერსიტეტში GREDA-ს წევრი კომპანიების საჯარო ფორუმი გაიმართა
by ალტე უნივერსიტეტი
-
ალტე უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა EFMD Global-ის ასოცირებული წევრი გახდა
by ალტე უნივერსიტეტი