ხელფასები 79,8 მლნ ლარი, პრემიები – 578 639 ლარი – აუდიტის სამსახური ჩხენკელის უწყებაზე
2019 წლის ცხრა თვის მონაცემების თანახმად განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრომ ხელფასების სახით 79,8 მლნ ლარი გასცა, პრემიებში 578 639 ლარი დახარჯა, დანამატებში კი – 832 838 ლარი. ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბიუჯეტის მონიტორი ავრცელებს.
უწყება 2018 წლიდან სამ სამინისტროს: განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროებს და მათ დაქვემდებარებაში არსებულ სსიპ-ებსაც აერთიანებს. შესაბამისად, ხარჯები, რაც აუდიტის სამსახურის ინფორმაციაშია ასახული, ყველა ამ დაწესებულების მონაცემებს ასახავს.
ბიუჯეტის მონიტორის ინფორმაციაზე დაყრდნობით ირკვევა, რომ 2019 წლის 9 თვეში სამინისტრომ და მისმა უწყებებმა მივლინებებზე 5,2 მლნ ლარი გამოიყენეს. წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის კი 1 მილიონი ლარი დახარჯეს. ასევე ირკვევა ისიც, რომ სამინისტროს ამ ეტაპზე აუდიტის სამსახურისთვის არ აქვს მიწოდებული ინფორმაცია საკუთარ დაქვემდებარებაში არსებული ავტომობილების, მათი ექსპლოატაციის და საწავავის ხარჯების შესახებ. ასევე არ არის ინფორმაცია უწყებაში შტატიანი და შტატგარეშე თანამშრომლების რაოდენობის შესახებ, თუმცა გვხვდება შტატგარეშე თანამშრომელთათვის გაცემული ანაზღაურების მონაცემები, რაც 50,6 მლნ ლარია.
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება
-
შეძლებს თუ არა სტუდენტი მობილობას სახელმწიფოდან კერძო უნივერსიტეტში და პირიქით? – მინისტრის მოადგილის პასუხი
by ARIS.GE-განათლება