XI მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის შემადგენლობა – სია
XI მოწვევის პარლამენტმა დღეს, 25 ნოემბერს პირველი სხდომა გამართა, რომლის ფარგლებშიც საკანონმდებლო ორგანოს კომიტეტების თავმჯდომარეები დაამტკიცა.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტს გივი მიქანაძე უხელმძღვანელებს.
როგორც დღეს EDU.ARIS.GE-ს პარლამენტში განუმარტეს, უკვე გაიმართა კომიტეტის სხდომაც, სადაც „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“-ს კვოტით კომიტეტის წევრები დასახელდნენ. გივი მიქანაძის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე იქნება.
იმის გათვალისწინებით, რომ ოპოზიცია პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ამჟამინდელი შემადგენლობა ასეთია:
- გივი მიქანაძე
- გიორგი ჩაკვეტაძე
- გიორგი სოსიაშვილი
- იმედა ნიკურაძე
- გიორგი გაბუნია
- ნინო წილოსანი
- ვლადიმერ კახაძე
- xxx
- xxx
- xxx
- xxx
XI მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას ესწრებოდნენ: საქართველოს მთავრობის წევრები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოებისა და მთავრობების ხელმძღვანელები, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, დედაქალაქის მერი, ცესკოს თავმჯდომარე და სასულიერო პირები.
-
2026 წლის საგრანტო გამოცდაზე როგორც კერძო, ისე სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტები გავლენ – სავარაუდო ვადები დასახელდა
by ARIS.GE-განათლება
-
„უნდა გამოცხადდეს სტუდენტთა რეგისტრაცია სახელმწიფო დაფინანსების მოსაპოვებლად ან გასაუმჯობესებლად“ – დეტალები
by ARIS.GE-განათლება
-
როცა ცვლილება გაურკვევლობას ბადებს – ერთი პედაგოგის ხედვა
by განათლებული ბლოგი