არადამამთავრებელი კლასის სტატუსით რეგისტრირებული აბიტურიენტებისთვის განცხადებების მიღება დაიწყო – ვადები
დღეიდან, 21 მაისიდან, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა (NAEC) არადამამთავრებელი კლასის სტატუსით რეგისტრირებული აბიტურიენტებისთვის განცხადებების მიღება დაიწყო.
NAEC-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული ინფორმაციით, აბიტურიენტებმა, რომლებიც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირდნენ, თუმცა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) მონაცემებით საქართველოს სკოლების არადამამთავრებელი კლასის მოსწავლეებად ირიცხებიან, ცენტრში შესაბამისი დოკუმენტაცია 2026 წლის 21 მაისიდან 25 მაისის 18:00 საათამდე უნდა წარადგინონ.
განცხადების წარდგენა სავალდებულოა იმ პირებისთვისაც, რომლებიც ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დასრულებას ექსტერნატის ფორმით გეგმავენ. შესაბამისად, მათ, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ექსტერნად რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტიც უნდა წარადგინონ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მოუწოდებს აბიტურიენტებს, განსაზღვრულ ვადებში წარმოადგინონ შესაბამისი დოკუმენტები, რადგან აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობა ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის შეზღუდვის საფუძველი გახდება.
ასევე იხილეთ:
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
-
ზამთრის გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო – დეტალები და საფასური
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
მასწავლებელთა საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბერს დაიწყება – ვადები და კრიტერიუმები
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
რამდენით გაიზარდა სტუდენტების რაოდენობა 2026 წელს მეორადი ჩარიცხვების 2-ჯერ გამოცხადებით – სტატისტიკა
by ARIS.GE-განათლება