ყუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის დელეგაცია საპატრიარქოს უნივერსიტეტში
22 აგვისტოს საქართველოს საპატრიარქოს ქართულ უნივერსიტეტს ესტუმრნენ ალ-მუსტაფას სახელობის ყუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის პრორექტორი პროფესორი სალე და ალ-მუსტაფას სახელობის ყუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის ახალი წარმომადგენელი საქართველოში ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი ყაშენი, დოქტორი ქალან ფარიბაი.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ ქართული უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე, ქართული უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, პროფესორი ნოდარ პავლიაშვილი, ცნობილი ირანისტი, პროფესორი ნომადი ბართაია.
შეხვედრაზე იმსჯელეს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტისა და ყუმის ალ-მუსტაფას სახელობის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო თანამშრომლობის გაფართოებაზე.
-
საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი SANGU 18 წლისაა
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
-
SANGU-ს ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი ეწვია
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
-
SANGU-ში ახალი სასწავლო წელი დაიწყო
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი