ყველა მოსწავლე ფოთის აუზში !!
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, პროექტი „მომავალი ჯანსაღი თაობისთვის“ ხორციელდება. კამპანიის ფარგლებში, ქალაქის კერძო და საჯარო სკოლის ყველა მოსწავლეს საშუალება აქვს ისარგებლოს საცურაო აუზის სერვისით და სპორტული დარბაზით შაბათ-კვირის განმავლობაში სრულიად უფასოდ.
როგორც ფოთის მერიაში EDU.ARIS.GE-ს დღეს, 30 მაისს განუცხადეს, პროექტი დაწყებულია და იქამდე არ დასრულდება სანამ ყველა სკოლას არ მოიცავს. საცურაო აუზითა და სპორტული დარბაზით სარგებლობა ყველა სასკოლო ასაკის მოსწავლეს – 6 წლიდან 18 წლამდე, შაბათ კვირის განმავლობაში უფასოდ შეუძლია.
მოსწავლეების მოყვანა ორგანიზებულად უნდა მოხდეს, ამაზე თვით სკოლებმა უნდა იზრუნონ.
-
პრემიერ-მინისტრის 3 განცხადება სხვადასხვა შინაარსით – შემცირდება, იგივე დარჩება თუ გაიზრდება სტუდენტთა საერთო რაოდენობა?
by ARIS.GE-განათლება
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება