GE

ყველაზე ძვირადღირებული სააღდგომო კვერცხი – ფაბერჟე

ფაბერჟეს სააღდგომო კვერცხის ისტორია რუსეთის ხელმწიფის ალექსანდრე III-ისა და დედოფალ მარია ფიოდოროვნას სიყვარულს უკავშირდება. ხელმწიფემ მეუღლეს პირველი ფაბერჟე მიართვა ქორწინების 20 წლის თავზე (1885 წელს) განახლებული სიცოცხლისა და იმედის სიმბოლოდ. განსაკუთრებული და ორიგინალური საჩუქარი მეფემ ახალგაზრდა იუველირს პიტერ კარლ ფაბერჟეს (Peter Carl Faberge) შეუკვეთა. საჩუქარმა დედოფლის აღფრთოვანება გამოიწვია. ასე დაიბადა პირველი ფაბერჟე aHen Egg…

ერთი შეხედვით, ეს იყო მარტივი კვერცხის ფორმის საგანი, მაგრამ დედოფლის გასაოცრად, მის შიგნით აღმოჩნდა ოქროს კვერცხის გული, რომელშიც იდო ოქროს ქათამი, ხოლო ქათმის შიგნით – სამეფო გვირგვინის მარგალიტის მინიატურა და პატარა ლალის კვერცხი. დედოფლის აღფრთოვანება იმდენად დიდი იყო, რომ ხელმწიფემ გადაწყვიტა მსგავსი საჩუქარი ყოველ აღდგომას გაეკეთებინა მისთვის. მას იუველირთან ჰქონდა განსაზღვრული მოთხოვნა – თითოეული კვერცხი იმდენად ორიგინალური უნდა ყოფილიყო, რომ დედოფლის გაოცება გამოეწვია.

ფაბერჟეს მიერ საიმპერატორო კვერცხების დამზადებამ ძალიან ცნობილი გახადა ის მთელ მსოფლიოში. ამან განაპირობა უბრალო საიუველირო მაღაზიის გადაქცევა ცნობილ „ფაბერჟეს სახლად“, რომელიც გაიხსნა მოსკოვში. იქ საჩუქრებს იძენდნენ არისტოკრატები, ბარონები და სხვა იმ დროის მაღალი წრის საზოგადოება. თუმცა, ფაბერჟე უპირველესად ყოველთვის ხელმწიფის წინაშე იყო ვალდებული.

ალექსანდრე III-ის გარდაცვალების შემდგომ ტახტის მემკვიდრემ, ნიკოლოზ II-მ ფაბერჟეს სააღდგომო კვერცხების ისტორია გააგრძელა. მხოლოდ მამისაგან განსხვავებით, ნიკოლოზ II ყოველწლუირად ორ კვერცხს უკვეთავდა – დედისათვის და თავისი ახლადშერთული მეუღლის, დედოფალ ალექსანდრა ფიოდოროვნასათვის. პირველი კვერცხი, რომელიც ნიკოლოზ II-მ დედოფალ ალექსანდრას აჩუქა, იყო ღოსებუდ ეგგ 1894 წელს, ამიტომ ეს კვერცხი ითვლება მათი სიყვარულის სიმბოლოდ.

ფაბერჟეს პროდუქციის ძირითადი შემადგენლობაა მინა, რომელიც მორთულია ისეთი ძვირფასი ქვებით, როგრიცააა ოქრო, ვერცხლი, პლატინა, ლალი, ბრილიანტი, მარგალიტი და ა.შ. კვერცხების დეტალები ძირითადად გამომდინარეობს რუსული კულტურის სიმბოლოებიდან ან დედოფალ მარიასა და ალექსანდრას ხასიათებიდან.

რომანოვების მმართველობის დასასრულს, 1917 წელს შეიქმნა ბოლო ორი ფაბერჟეს სააღდგომო კვერცხი Constellation და Karelian Birch. ამით დასრულდა საიმპერატორო ფაბერჟეს კვერცხის წარმოების 32 წლიანი ისტორია. შემდგომ რომანოვების სასახლეები ბოლშევიკებმა დაიკავეს. ამ პერიოდში ფებერჟეს კვერცხების უმეტესობა, საიმპერიო ოქროსა და ვერცხლის დიდი რაოდენობა გადატანილ იქნა კრემლის საწყობებში, რასაც რამდენიმე ფაბერჟეს კვერცხის დაკარგვა მოჰყვა. ლენინის მიერ დაცული რუსული კულტურის ნიმუშები სტალინმა თავისი ახალი რეჟიმის დასაფინანსებლად გამოიყენა და მათი გაყიდვა დაიწყო.

1930-1933 წლებში საზღვარგარეთ გაიყიდა 14 საიმპერატორო აღდგომის კვერცხი. კაცი, რომელმაც იმ დროისათვის მოახერხა ყველაზე მეტი ფაბერჟეს კვერცხის შეგროვება, იყოს კოლექციონერი ამერიკის შეერთებული შტატებიდან არმანდ ჰამერი (Armand Hammer). ამ პერიოდში აშშ-ში ფაბერჟეს მიმართ აქტიური ინტერესით ხუთი კოლექციონერი გამოირჩეოდა: მატილდა გედინგს გრაი, ლილიან ტომას პრატი, მარჯორე მერივეზერ პოსტი, თრანს-შიბერიან ღაილწაყ ეგგ (1900) ინდია ერლი მინშელი და მალკოლმ ს. ფორბესი. ზოგიერთი საიმპერატორო კვერცხი აუქციონზე სულ რაღაც 4 ან 5 ათას დოლარად იყიდებოდა. ათწლეულები დასჭირდა „ფაბერჟეს“, რომ ის მიჩნეულიყო ხელოვნების ნიმუშად. დღეისათვის თითოეული ანტიკვარული სუვენირის ღირებულება მილიონებს ითვლის. საიმპერატორო კვერცხების უმეტესობა 3-დან 6-მდე დიუმის სიმაღლისაა. მხოლოდ Trans-Siberian Railway-ისა და the Bay Tree eggs-ის სიმაღლე შეადგენს 10-11 დიუმს.

ფაბერჟეს მიმართ ინტერესს იმპერატორების გარდა კერძო პირებიც იჩენდნენ. ფაბერჟემ 15 კვერცხი კერძო კლიენტებისათვის დაამზადა. მათ შორის იყო 7 ინდუსტრიალისტი ალექსანდრე კელჩისთვის.

ფაბერჟეს 69 კვერცხიდან დღეისათვის აღმოჩენილია მხოლოდ 61. მათი უმეტესობა მოთავსებულია საზოგადოებრივ მუზეუმებში. 30 მათგანი არის რუსეთში. დაკარგულია 8 საიმპერატორო სააღდგომო ფაბერჟე.

ყველაზე ძვირადღირებული ფაბერჟეს „ზამთრის კვერცხის“ ღირებულება 1913 წელს დაახლოებით 25 000 რუბლს (12500 დოლარს) შეადგენდა.

ფაბერჟეს კვერცხი დღეს გაცილებით ძვირი ღირს. მაგალითად, 1994 წელს აუქციონზე ამერიკელმა ბიზნესმენმა ამ ფაბერჟეში 5.5 მილიონ დოლარი გადაიხადა, ხოლო 2002 წელს ის 9.8 მილიონ დოლარად გაიყიდა. 2007 წლის ნოემბერში, რუსეთის ეროვნულმა მუზეუმმა ერთ-ერთ აუქციონზე როსტჩილდის კვერცხი (Rothschild Egg) 8.9 მილიონ ევროდ შეიძინა. ეს დღემდე ყველაზე ძვირად გაყიდული რუსული ხელოვნების ნიმუშია.

ქრისტე აღ(ს)დგა! ანუ სწორი ფორმის შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური