ყველაზე მეტი სკოლა იმერეთში ფიქსირდება – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რაოდენობა 2024-2025 სასწავლო წლისთვის
2 დეკემბერს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2024/2025 სასწავლო წლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მაჩვენებლები გამოაქვეყნა.
უახლესი ინფორმაციით, სკოლების რაოდენობა სულ 2 ერთეულით არის შემცირებული.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რაოდენობა:
“2024/2025 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში 2 294 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება (სკოლა) იყო, მათ შორის 2 086 საჯარო და 208 კერძო. წინა სასწავლო წელთან
შედარებით, ქვეყანაში არსებული სკოლების რაოდენობა 2 ერთეულით შემცირდა. რეგიონების
მიხედვით, ყველაზე მეტი სკოლა (17.1%) იმერეთში ფიქსირდება”, – ნათქვამია საქსტატის ინფორმაციაში.
ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რაოდენობა 2020/2021-2024/2025 სასწავლო წლის დასაწყისისთვის.
-
2026 წლის გამოცდებზე ჩაჭრილი და ზღვარგადალახული აბიტურიენტების გამოსავალი მეორად ჩარიცხვებში, რათა ისევ გარეთ არ დარჩეთ
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
საქართველოში საშუალო ხელფასი 2 389 ლარს აღწევს, განათლების სფეროში კი 1 468 ლარია – უახლესი მონაცემები
by ARIS.GE-განათლება
-
ყველა თემა, რომელსაც მოსწავლე საქართველოს ისტორიაში გაივლის – საკითხების ჩამონათვალი
by ARIS.GE-განათლება
