GE

ზაფხულის სკოლა CIU-ში – „სამშვიდობო პოლიტიკა და ნდობის აღდგენა ოკუპირებულ რეგიონებთან“

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას ზაფხულის სკოლაში თემაზე: „სამშვიდობო პოლიტიკა და ნდობის აღდგენა ოკუპირებულ რეგიონებთან“. პროექტის განხორციელების პერიოდი: 3-8 ივლისი, 2023 წელი.

ადგილმდებარეობა: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, თბილისი, ჩარგლის ქ. 73;

პროექტში მონაწილეობა შესაძლებელია ნებისმიერი უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტისთვის;

სკოლის მონაწილეები შეირჩევიან სამოტივაციო წერილის საფუძველზე და მიმღები კომისიის მიერ დადგენილი რეგიონული და საუნივერსიტეტო კვოტების გათვალისწინებით;

იხილეთ სარეგისტრაციო ბმული

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 25 ივნისი;

შერჩეული აპლიკანტი პასუხს, რეგისტრაციისას მითითებულ ელ.ფოსტაზე 30 ივნისამდე მიიღებს.

ადგილების რაოდენობა შეზღუდულია!

სკოლა სრულად დაფინანსებულია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ;

სკოლის მხარდამჭერია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

იხილეთ ზაფხულის სკოლის დეტალური პროგრამა

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური