ზანავის სკოლის მასწავლებელს მოსწავლეებისადმი მჩაგვრელობით დამოკიდებულებაში ადანაშაულებენ
ადიგენში, სოფელ ზანავის საჯარო სკოლის მოსწავლე მეათე კლასელი გოგონას დედა, ამავე სკოლის მასწავლებელს შვილის ბულინგში ადანაშაულებს. დედა ამბობს, რომ მასწავლებელი მოსწავლეს კლასის წინაშე ხშირად ამცირებდა. ამის მიზეზი კი გაკვეთილზე კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით გამოთქმული განსხვავებული აზრი იყო.
„მასწავლებელს ბავშვების მიმართ ცინიკური მიდგომა ახასიათებს… ბევრი მაგალითია, როცა ბავშვებმა ფატალურად დაამთავრეს და ჩაიქრეს ცხოვრება.. მერე სახის ხოკვას მნიშვნელობა აღარ აქვს“, – ამბობს მეათე კლასელი მოსწავლის მშობელი ნათია ბოლქვაძე.
მისივე თქმით, მომხდარის შესახებ სკოლის დირექციას და განათლების სამინისტროს შეატყობინა, შემდეგ კი შვილი სასწავლებლად თბილისის ერთ-ერთ სკოლაში გადაიყვანა.
დედა ამბობს, რომ აღნიშნული მასწავლებელი სხვა მოსწავლეებსაც იმავენაირად ექცევა, მაგრამ ისინი ამაზე საჯაროდ არ საუბრობენ.
სკოლის ადმინისტრაციამ მასწავლებელს საყვედური გამოუცხადა. თუმცა დედა პედაგოგის სკოლიდან გათავისუფლებას ითხოვს. თავად პედაგოგი კი აცხადებს, რომ მშობლის ბრალდება უსაფუძვლოა, რადგან მოსწავლემ მის მიერ მიცემული შენიშვნა არასწორად გაიგო.
წყარო: სამხრეთის კარიბჭე
-
2026 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა – რა თანხები აქვს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს
by ARIS.GE-განათლება
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
რას ეუბნება განათლების სამინისტრო გამომცემლებს – ვინ დაწერს სამინისტროში სასკოლო სახელმძღვანელოებს, უცნობია
by ARIS.GE-განათლება