GE

ზმნისწინთა მართლწერა – გრამატიკული ცნობარი

საგანმანათლებლო პორტალი edu.aris.ge აბიტურიენტების, სტუდენტების, პედაგოგებისა და ყველა ჩვენი მკითხველისთვის ახალ რუბრიკას იწყებს. ყოველკვირეულ რუბრიკაში “Aris – გრამატიკა”, გაგაცნობთ თანამედროვე ქართულში წერის ან საუბრისას ყველაზე გავრცელებული და დამკვიდრებული შეცდომების ნუსხას, რომელსაც ფილოლოგი განგიმარტავთ გრამატიკულად და დაგისაბუთებთ, თუ რომელია სწორი ფორმა და რატომ.

ზმნისწინთა მართლწერა

ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები

ღნიშნე; განაგრძე; ათაისუფლებს; ახორციელებს; აზოგადებს

რას ნიშნავს ზმნისწინი

ზ მ ნ ი ს წ ი ნ ი = ზმნის წინა ნაწილი. ერთ ან ორმარცვლიანი ელემენტი, რომელიც ზმნას თავში დაერთვის.

ზმნისწინებია: მი, მო,ა (აღ), ჩა, და, შე, გა ( გან), გადა, წა, ამო ( აღმო), ჩამო, შემო, გამო, გადმო, წამო

რატომ ვუშვებთ შეცდომებს?

თანამედროვე ქართულში ახალ ზმნისწინებთან ერთად მათი ძველი „მოძმეებიც მოღვაწეობენ“.

ა -, გა -, წა – ზმნისწინების ძველი ფორმებია აღ -, გან -, წარ;

ძველ და ახალ ზმნისწინთა თანაარსებობა იწვევს მათ აღრევას და აქედან გამომდინარე – ორთოგრაფიულ შეცდომებსაც.

რა უნდა გვახსოვდეს

ზმნისწინებს ვიყენებთ სრულად (გაუთიშველად)

გან  გან – ვ – ათავისუფლე

წარ  წარ – ა – დგენს

აღ აღ – ვ – ნიშნე

  • არ ვიყენებთ ძველი ან მოქმედი ზმნისწინების ნაშთს ( ნარჩენს ) ნ, რ, ღ – ზმნებში – ახორციელებს, ადგენს, ზრდის, ათავისუფლებს…
  • ზმნისწინის გათიშვა ( პირველი სუბიექტური პირის ან ქცევის ნიშნებით) დაუშვებელია!

შეცდომები რომ არ დავუშვათ

ზმნისწინი ან მთლიანად, გაუთიშველად უნდა გამოვიყენოთ, ან მთლიანად მოვაცილოთ ზმნის ფუძეს.

სწორია:

  • ავითარებს, ავითარებდა – განავითარებს, განავითარებდა
  • ასხვავებს, ასხვავებდა – განასხვავებს, განასხვავებდა
  • ასახიერებს, ასახიერებდა – განასახიერებს, განასახიერებდა
  • აღვნიშნავ, აღვნიშნავდი, აღვნიშნე
  • განვაგრძე
  • ახორციელებს, განვახორციელე, განხორციელდა
  • აზოგადებს, განვაზოგადე, განაზოგადა, განზოგადებული, განმაზოგადებელი
  • ათავისუფლებს, ათავისუფლებდა – განათავისუფლა, განათავისუფლებდა, განთავისუფლდა/გათავისუფლდა

დააკვირდით:

სწორ ფორმებში ზმნისწინი მთლიანადაა წარმოდგენილი (განთავისუფლდა) ან მთლიანადვეა მოცილებული (ძირითადად – აწმყო დროში  –  ათავისუფლებს)

გამონაკლისი:

ერთადერთი გამონაკლისი, სადაც პირველი პირის ნიშანი – ვ წინ უსწრებს ზმნისწინს, არის ზმნა ვაღიარებ (ვ + აღ = ვაღიარებ)

ყველა დანარჩენი აღ   ზმნისწინიანი ზმნის პირველი პირის სწორ ფორმებში, ჯერ უნდა დაიწეროს ზმნისწინი, შემდეგ I სუბიექტური პირის ნიშანი (აღ+ვ=აღვნიშნავ)

რუბრიკის ავტორი: ნინო ლომიძე

ფილოლოგი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური