„სამეცნიერო კვირეული სტუდენტებისთვის 2026“ „ევროპის უნივერსიტეტსა“ და „ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში“ გაიმართება
1-5 ივნისს, „ევროპის უნივერსიტეტსა“ და „ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში“, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრისა და ფაკულტეტების ორგანიზებით, „სამეცნიერო კვირეული სტუდენტებისთვის 2026“ გაიმართება.
„ევროპის უნივერსიტეტის“ მიერ 28 მაისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, კვირეულის ფარგლებში სტუდენტებისთვის სხვადასხვა თემაზე შეხვედრები და ვორკშოპები ჩატარდება, რომელსაც „ევროპის უნივერსიტეტისა“ და „ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის“ აკადემიური და მოწვეული პერსონალი გაუძღვება.
კვირეულის მიზანია სტუდენტებში კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარება, კვლევის კეთილსინდისიერებისა და ეთიკის პრინციპების შესახებ ცნობიერების ამაღლება.
სამეცნიერო კვირეულის ფარგლებში, ვორკშოპებში მონაწილე ყველა სტუდენტს ელექტრონული სერტიფიკატი გადაეცემა.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს
-
„ევროპის უნივერსიტეტში“ დაიწყო „კავკასიის მეორე რეგიონული კურსი ნეიროეპიდემიოლოგიაში“
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტში“ ერაზმუსის დღეები აღინიშნა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინისა და სტომატოლოგიის ფაკულტეტის პირველკურსელებისთვის კახეთში გასვლითი ტური მოეწყო
by ევროპის უნივერსიტეტი