GE

ზოგადი უნარების გამოცდაში ზღვარი აბიტურიენტთა 15%–მა ვერ გადალახა – რთული ვარიანტია III

2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ზოგადი უნარების გამოცდაში ზღვარი ვერ გადალახა აბიტურიენტთა 15%–მა. ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა გამოცდების შეჯამების მიზნით დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

ჩაჭრილი 15 პროცენტიდან დაახლოებით 12 პროცენტი ქართულენოვანო აპლიკანტები არიან და 3 პროცენტამდე არაქართულენოვნები.

მაია მიმინოშვილის ცნობითვე, ზოგადი უნარების გამოცდის შედეგების გაცნობა აბიტურიენტებს დღეს შეეძლებათ. 12:00 საათზე შედეგები უკვე გამოქვეყნდება.

“რაც შეეხება ზოგადი უნარების გამოცდის შედეგებს დღეს გამოქვეყნდება. რთულ ვარიანტად გამოცხადდა მესამე ვარიანტი და შესაბამისად, ამ ვარიანტში გამსვლელი ქულა იქნება 21. სხვა ვარიანტებში კი 24. წინა წელთან შედარებით განსხვავება არ გვაქვს. ორი ოსურენოვანი აპლიკანტიდან ბარიერი ერთმა გადალახა”, – განაცხადა მაია მიმინოშვილმა.

ჯამში წლევანდელ ეროვნულ გამოცდაზე არგამოცხადებულ აბიტურიენტთა რაოდენობა 3%–ია.

“2017 წლის გამოცდებზე რეგისტრირებული იყო 41 ათასი აბიტურიენტი, თუმცა საატესტატო გამოცდების ჩაუბარებლობის გამო  39 ათას აბიტურიენტს შეეძლო გამოცდაზე გამოსვლა და ამ 39 ათასიდან 3 პროცენტი არ გამოცხადდა”, – აღნიშნა მაია მიმინოშვილმა.

სააპელაციო პროცესი ყველა გამოცდის შედეგის გამოცხადების შემდგომ დაიწყება და 5 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

მაია მიმინოშვილის განცხადებით, მას იმედი აქვს, რომ აბიტურიენტთა გამოცდის ყველა შედეგის გამოქვეყნება 5 აგვისტომდე დასრულდება.

როგორ გავიგოთ ეროვნული გამოცდების შედეგები ვებ-გვერდისა და SMS-ის საშუალებით – გამოცდები 2017

ზოგადი უნარების გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა – გამოცდები 2017

მოამზადა გვანცა ღვედაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური