„ზოგი კითხვა ჩამჭრელი იყო“ – ისტორიის გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტი დავალებებს იხსენებს
2026 წლის აბიტურიენტები 13 და 14 ივლისს გამოცდას ისტორიაში აბარებენ.
როგორც ცნობილია, არჩევითი საგნებიდან ისტორიას წელს ყველაზე მეტი, 19 700-ზე მეტი აბიტურიენტი აბარებს.
175-ე საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრიდან გამოსული გიორგი იოსელიანი ტესტურ დავალებებს EDU.ARIS.GE-ს ჟურნალისტთან იხსენებს და ტესტის სირთულესაც აფასებს.
“თუ საკმარისად გაქვს ნასწავლი, ისტორიის გამოცდა მარტივი იქნებოდა შენთვის. თუმცა, ზოგი კითხვა ჩამჭრელი იყო. უკუღმა გეკითხებიან, რომ ცოტა დაგაბნიონ, მაგრამ თუ საკითხი კარგად გაქვს გავლილი, მაინც ადვილად დაწერ. რუკასაც ძალიან დაკვირვება სჭირდება – წლებიც უნდა იცოდე და გეოგრაფიაც გჭირდება, რომ მიხვდე, რომელ ნაწილში რომელი ბრძოლა იყო. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ წყაროზე მუშაობისას არ დაიბნე – აქაც ჩახლართული კითხვები იყო.
რუკის დავალებაში მოცემული იყო თემურ ლენგის შემოსევა, ანკარასა და ანგორასთან გამართული ბრძოლა 1402 წელს, ნიკოპოლისის ბრძოლა 1396 წელს. ანალოგიაში მოვიდა პომპეუსისა და იულიუს კეისრის სამოქალაქო ომი და მე ანალოგად მოვიყვანე მარკუს ანტონიუსისა და ავგუსტუსის სამოქალაქო ომი. წყაროში იყო მოცემული 1812 წლის ალექსანდრე ბატონიშვილის აჯანყება. აქ, ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით, აბიტურიენტის ცოდნა იყო საჭირო”, – ამბობს ჩვენთან საუბარში გიორგი.
13 ივლისს აბიტურიენტები ისტორიის გამოცდას ორ სესიად აბარებენ. მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისთვის კი პირველ სესიაზე ინგლისური ენისა (I- XII) და იტალიური ენის (I- XII) გამოცდა მიმდინარეობს.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემების თანახმად, პირველ სესიაზე განაწილებული აბიტურიენტებიდან ისტორიის გამოცდაზე გამოცხადდა 93%-ზე მეტი გამოსაცდელი; მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისთვის რეგისტრირებული აპლიკანტებიდან კი გამოცდაზე მივიდა 83%-ზე მეტი მონაწილე.
ესაუბრა მარიამ იმერლიშვილი
ასევე იხილეთ:
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
-
გამოქვეყნდა მასწავლებლის გამოცდაზე გამოყენებული ტესტი გეოგრაფიაში – გამოცდები 2026
by სიახლეები პედაგოგთა გამოცდებზე
-
მასწავლებლობის მსურველი ბათუმიდან – „აუცილებლად მივიჩნევ ფსიქოლოგიური ტესტის გავლასაც“
by სიახლეები პედაგოგთა გამოცდებზე
-
„35 წელია პედაგოგი ვარ და ვიცი, რომ გამოცდებით ვერც სკოლას და ვერც მომავალ თაობას ვერ ეშველება“ – შეფასებები ტესტირების შემდეგ
by სიახლეები პედაგოგთა გამოცდებზე